x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
რა «ცოდვებისთვის» მოკლეს კადაფი ანუ როგორ ცხოვრობდნენ ლიბიელები დიქტატურის პირობებში

image

image

მისი მმართველობის დროს, ლიბიაში:

1. ბენზინი წყალზე იაფი ღირდა. 1 ლ. ბენზინი — 0, 14 $.

2. ახალდაქორწინებულები სახელმწიფოსგან 64 000 $ იღებდნენ, ბინის შესაძენად.

3. ყოველ ახალშობილზე, ერთჯერადი დახმარება 7 000 $ იყო.
4. განათლება და სამედიცინო მომსახურება იყო უფასო.

5. კომუნალური და უძრავი ქონების გადასახადი — არ არსებობდა.

6. მოსახლეობა არ იხდიდა დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს.

7. სახელმწიფო აფინანსებდა განათლებას და სტაჟირებას საზღვარგარეთ.
8. ოჯახის ყოველ წევრს, სახელმწიფო, ყოველწლიურად, 1 000 $ ურიცხავდა, დოტაციის სახით.

9. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის არსებობდა მაღაზიების ქსელი, სადაც ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასები სიმბოლური იყო.

10. ვადაგასული პროდუქტების რეალიზაციის შემთხვევაში — დიდი ფულადი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა იყო დაწესებული.
11. უმუშევრობის შემწეობა — 730 $.

12. კერძო ბიზნესის დაწყების შემთხვევაში, ერთჯერადი დახმარება — 20 000 $.

13. აკრძალული იყო მაღალი გადასახადები და მოსაკრებელი.

14. ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, თანხის ნახევარს სახელმწიფო ფარავდა, ხოლო სამხედრო პირებისთვის, დახმარება 65%-მდე იზრდებოდა.

15. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), ერთ სულ მოსახლეზე — 14 192 $ შეადგენდა.

16. ბინისა და ავტომობილის შეძენისას, კრედიტი — უპროცენტო იყო.

17. აფთიაქების ნაწილი — მედიკამენტებს უფასოდ გასცემდა.
18. მედიკამენტების ფალსიფიკატორებს სიკვდილით სჯიდნენ.

19. აკრძალული იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საშუამავლო მომსახურება.

20. მისი მმართველობის 40 წლის მანძილზე, ლიბიის მოსახლეობა 3-ჯერ გაიზარდა. ბავშვთა სიკვდილიანობა 9-ჯერ შემცირდა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 51, 5-დან – 74, 5 წლამდე გაიზარდა.

21. აკრძალული იყო სპირტული სასმელის გაყიდვა და მოხმარება — მოქმედებდა «მშრალი კანონი».

22. ქვეყნის სამხრეთში მცხოვრები შავკანიანები, ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები გახდნენ და მათი უფლებები, არაბების უფლებებს გაუთანაბრდა.

23. დაიხურა НАТО-ს ბაზები.
24. მისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ქვეყანაში აიკრძალა საერთაშორისო კორპორაციები.
25. მისი მმართველობის დროს, განხორციელდა ყველაზე დიდი საინჟინრი პროექტი მსოფლიოში – ეს არის მილების ურთულესი სისტემა, რომელიც უდაბნოს და სანაპირო რეგიონებს, წყალს აწვდის ნუბის მიწისქვეშა წყლებიდან. ზოგიერთი შეფასების თანახმად, ეს ყველაზე მასშტაბური ირიგაციული პროექტი არის კაცობრიობის ისტორიაში: მილების და აკვადუკების უდიდესი სისტემა, რომელიც 500 მ. სიღრმეზე, 1300 ჭაბურღილს შეიცავს, ტრიპოლს, ბენღაზს, სირთას და სხვა ქალაქებს, 6 500 000 მ³ სასმელ წყალს აწვდის ყოველდღიურად.

image

P. S. დღეს ეს ყველაფერი აღარ არის. დარჩა მხოლოდ წყლის სისტემა, რომელსაც კადაფი «მსოფლიოს მე-8-ე საოცრებას ეძახდა».

22
12820
19-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12820
  
2020, 30 ნოემბერი, 20:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 4 ნოემბერი, 21:02
გთხოვთ , დამილინკეთ სად მოიძიეთ ეს ინფორმაცია :(( ვეძებ და ვერ ვპოულობ
2018, 7 ივნისი, 17:54
კომუნიზმი ჰქონია იმ ცხონებულს და ამათი უმადური დედა ვატირე,ასეთი კაცი როგორ ძაღლივით მოკლეს...
2017, 22 ივლისი, 15:39
ესეც ჩვენი მეგობარი ამერიკის დამსახურებაა მაგათი მონოპოლისტი დედაც მოვტყან...
2016, 13 ნოემბერი, 15:36
23. დაიხურა НАТО-ს ბაზები.
ერთ ერთი მიზეზთაგანი რატომაც დაამხეს ეს "დიქტატორი" " დემოკრატიის შუქურებმა" .
2016, 11 ივნისი, 22:32
ამერიკული დემოკრატიის ნაყოფი!!!!
ეხლა ერთ ერთ ჩამორჩენილ ქვეყნად ითვლება ლიბია..... გააფარჩაკეს ამერიკელებმა იქაურობა
2016, 27 მაისი, 14:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 23 მაისი, 10:22
ეს მართალია რო არ აწყობდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს კადაფის მმართველობა იმიტო ჩაერია სხვა ქვეყნები თავიანთი შეიარაღებული ძალით, რასაც ისევ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები რაღაც სულელური გამამართლებელი საბუთებით ამართლებდნენ. და გამოვიდა ისე რო არა ხალხმა გადააგდო დიქტატორი არამედ ვიღაც ქვეყნის ძლიერმა სამხედრო ძალამ. ეს კი ქვეყნის '' ოკუპაცია"-ს წააგავს ვიდრე ქვეყნის დაცვას
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10