x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
5 ფაქტი შვარცნეგერის ცხოვრებიდან, რომელზეც საჯაროდ იშვიათად საუბრობენ

image


ცნობილი ბოდიბილდერის, მსახიობისა და "Arnold Classic"-ის ორგანიზატორის არნოლდ შვარცნეგერის სახელი ყველასთვის ცნობილია. ერთგულმა თაყვანისმცემლებმა კი მისი ცხოვრების აღმავლობისა და დაღმასვლის ყველა ნიუანსი თითქმის ზეპირად იციან. დღევანდელ პოსტში გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ლეგენდარული სპორტსმენის ცხოვრებიდან.


image


1. არნოლდი ძალიან ღარიბ ოჯახში გაიზარდა. მშობლებს მაცივრისა და თეფშების ახალი კომპლექტის შეძენის ფულიც კი არ ჰქონდათ, ხოლო სრულფასოვან რაციონზე არნის ოცნებაც კი არ შეეძლო, სადაც მოხვდებოდა გამოსაკვებ ფულს იქ შოულობდა, რათა ვარჯიშისთვის მშიერი არ დარჩენილიყო. სპორტსმენისთვის საჭირო რაოდენობის ხორცის მოხმარება მან მხოლოდ მსახურობის პერიოდში დაიწყო.


image


2. პატარა არნოლდს მკაცრი მამა საშინლად ეპყრობოდა. ის მოზარდს გამუდმებით სცემდა და ყველაფერზე უმიზეზოდ ეკიდებოდა (ის ფიქრობდა რომ არნოლდი მისი შვილი არ იყო). მოგვიანებით შვარცნეგერმა დესპოტ მშობელთან ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტა და მის დაკრძალვასაც კი არ დაესწრო, თუმცა მოგვიანებით მან ინტერვიუში თავისი საქციელის გამო ინანა და აღიარა, რომ სწორედ მამის სიმკაცარე დაეხმარა მას ხასიათის ჩამოყალიბებაში.


image


3. ახალგაზრდა არნოლდის ნათესავები მის "განსხვავებულ" პრეფერენციებზე ეჭვობდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც მოწიფული არნის ახლობლები მის რეპუტაციაში დარწმუნდნენ ცოტათი დამშვიდდნენ. არსებობს ვერსია, რომ არნოლდმა თავისი პირველი ჰონორარი, მათ შორის საეჭვო ფილმებისა და ვიდეოების გადაღებისთვის მიიღო.


image


4. თავიდან შვარცნეგერი ერთდროულად ბოდიბილდინგით და პაუერლიფტინგით იყო დაკავებული, ხოლო მიხვდა რა რომ პაუერლიფტერი ის ვერასდროს გახდებოდა, მან საკუთარი არჩევანი ბოდიბილდინგზე შეაჩერა.



image


5. არნოლდის ვაჟი ჯოზეფი მას არა კანონიერი მეუღლისგან, მარია ოუინგი შრაივერისგან (კენედების ოჯახის წევრი) არამედ მოახლისგან შეეძინა, თავიდან ეს ინფორაცია საგანგებოდ იმალებოდა, მაგრამ როდესაც სიმართლე საბოლოოდ გამჟღავნდა, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.


image


სხვათა შორის, ზოგიერთი არაკეთილისმოსურნეს თქმით, შვარცნეგერი კალიფორნიის გუბერნატორი სწორედ კენედის ოჯახთან ნათესაური კავშირის წყალობით გახდა, ვინაიდან მათივე თქმით - ის თავისი გონებრივი შესაძლებლობებით ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობამდე ვერ მიაღწევდა.





0
1145
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1145