x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ულამაზესი მოდელი ზვიგენების გარემოცვაში- სახიფათო ფოტოსესია
ბრაზილიელი მოდელი ზღვის ფსკერზე დაეშვა, რათა წყლის მტაცებელი ბინადარნი დაეცვა. უფრო კონკრეტულად კი... 33 წლის, ბრაზილიელი მოდელი, ტელეწამყვანი და ცხოველების აქტიური დამცველი Karina Oliani მსოფლიომ გაიცნო უფრო მეტად მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო წყალქვეშა ფოტოსესიაში. კარინამ არა მარტო მოირგო ცნობილი დიზაინერების არაჩვეულებრივი საღამოს კაბები, არამედ მათში გამოწყობილმა გადაცურა წყლის სივრცე და სიღრმე, ხოლო რაც ყველაზე შთამბეჭდავი და წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი გააკეთა ყოველგვარი სპეციალური აღჭურვილობის გარეშე საშიში ზვიგენების გარემოცვაში. ფოტოსესიის მიზანი იყო, ხალხს სხვა, დადებითი კუთხით გაეცნო ზღვის ეს მტაცებლები-ზვიგენები.


გადაღება ხდებოდა ბაჰამის კუნძულებზე. ულამაზესი მოდელი კი, რომელიც ასევე 20 წელია პროფესიონალი "დაივინგია", ჟანგბადისა და ყოველგვარი რესპირატორული მოწყობილობის გარეშე ცურავდა ცნობილ მყვინთავებთან Stuart Cove და Liz Parkinson-თან ერთად.


მოდელს ზვიგენებისგან არ იცავდა არანაირი საკანი ან სხვა მსგავსი ბარიერი და განსაზღვრული დროის მანძილზე მათ გარემოცვაში ცურავდა და პოზირებდა კამერების წინ ზღვის ფსკერზე. ის ახერხებდა და ჰარმონიულად ინარჩუნებდა წონასწორობას ზღვის ფლორისა და ფაუნის ფონზე, რაც მთავარია სასტიკი პრაქტიკა ნათლად ჩანდა ანარეკლად ზვიგენთა ფარფლებზე. "ეს ფაქტი ხელს უწყობს იმას დარწმუნებით ვთქვათ, რომ ზვიგენები არ არიან იმდენად საშიში მკვლელები, რამდენადაც წარმოუდგენიათ ადამიანებს და სტატისტიკით, ყოველ საათში 11 000 ზვიგენი იკვლება თქვენს მიერ, ისინი ხომ ძალზედ აუცილებლები არიან ეკოსისტემისთვის, ჩვენს პლანეტაზე 400 მილიონზე მეტი წელია არსებობენ"- ამბობს ულამაზესი მოდელი კარინა ოლიანი.


ოფიციალური სტატისტიკით, რეალურად 100 მილიონამდე ზვიგენს კლავენ ყოველწლიურად. 2014 წელს დაფიქსირდა მხოლოდ 72 პროვოცირებული თავდასხმა ზვიგენისა ადამიანზე.



ეხლა კი წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს ამ საშიში ფოტოსესიიდან.


image

imageimageimageimage

imageimageimageimageimageimage

image

1
92
17-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
92
  
2016, 9 მაისი, 14:54
მაგარია და გავაზიარე
0 1 1