x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა იმალება ამ სკანდალური სამეფო ფოტოების უკან?
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image




ფოტოგრაფი ელისონ ჯექსონი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი მისი სკანდალური და შოკისმომგვრელი ფოტოებით, რომლებზეც ცნობილი მხატვრები, პოლიტიკოსები და ბრიტანეთის სამეფო ოჯახია გამოსახული.






საინტერესო მის საქმიანობაში არის ის, რომ ელისონი ქირაობს ცნობილების მსგავს ადამიანებს, გრიმით უფრო ამსგავსებს მათ და იღებს პროვოკაციულ ფოტოებს და შემდეგ მედია საშუალებები ამ ფოტოებს ასაღებს, როგორც რეალურს.





ჯექსონი ამაყობს საკუთარი შრომით და ამბობს, რომ ისინი მართლაც თითქმის რეალურია. იმისათვის კი, რომ დავრწმუნდეთ ტყუილად ხომ არ ამაყობს ფოტოგრაფი, მოდით, დავათვალიეროთ კრებული, სადაც ცნობილი ადამიანების ორეულები არიან გამოსახული. ელისონის ამ პროვოკაციულმა ფოტოებმა ხალხის რისხვა გამოიწვია, რადგან ბევრმა მათგანმა მათი რეალობა დაიჯერა. მოდით, დავათვალიეროთ კრებული და შევაფასოთ, აქვს კი საამაყოდ საქმე ფოტოგრაფს?



რა იმალება ამ სკანდალური ფოტოების უკან?




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
1764
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1764
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0