x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ეროტი@ული ფოტოები, რომლებიც 4 000 000 $-ად გაიყიდა +13
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.




image



მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




დღეს ინტერნეტში შეგიძლიათ თასობით ეროტიკული ხასიათის ფოტო იპოვოთ, თუმცა ის, რასაც დღევანდელ სტატიაში უნდა შემოგთავაზოთ, იმ კრებულში ვერასდროს მოხვდებოდა. ლონდონის აუქციონის სახლმა Christie’s -მა ახლახანს მისცა შესაძლებლობა სამყაროს, რომ ეს ეროტიკული კრებული გასაყიდად გამოეტანათ. უნიკალური კოლექცია ეკუთვნის დონ სანდერსს, რომელმაც მისი შეგროვება 2002 წლიდან დაიწყო.





ლოტი სახელწოდებით "Triple XXX" რეკორდულ ფასად, 4 მილიონ დოლარად გაიყიდა. კოლექცია მოიცავს ასზე მეტ ფოტოს, თუმცა ცენზურის გამო მხოლოდ მცირე ნაწილს შემოგთავაზებთ.




ეროტი@ული ფოტოები, რომლებიც 4 000 000 $-ად გაიყიდა +13




imageimageimageimageimage




0
260
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0