კინო წარსულში თავისი სხეულით მოვაჭრე 10 ცნობილი ვარსკვლავი! 2016, 5 მაისი, 14:11 10. ჩენინგ ტეიტუმი ჰოლივუდის ვარსკვლავი, ტეიტუმი ფლორიდაში ღამის კლუბში სტრიპტიზიორად მუშაობდა ფსევდონიმით ჩენ კრაუფორდი. როდესაც მისმა მსახიობურმა კარიერამ მაღლა სვლა დაიწყო, ტეიტუმის ყოფილმა ბოსმა მისი გამოსვლის ჩანაწერი მიჰყიდა US Weekly_ის რედაქციას. ეს ახალი ამბავი შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ ტეიტუმი ამას მშვიდად შეხვდა და თქვა, რომ ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ხედავს. 9. მარგარეტ ჩო 2015 წელს მსახიობმა მარგარეტ ჩომ აღიარა, რომ ახალგაზრდობაში მუშაობდა სექს- ინდუსტრიაში. „ ეს იყო უბრალოდ სამუშაო. მძიმე, მაგრამ კარგად ანაზღაურებადი სამუშაო. არაფერი სამარცხვინო ამაში არაა.“ 8. კორტნი ლავ 1980-იანი წლების დასაწყისში ყოფილი როკ-მომღერალი სანამ კურტ კობეინს შეხვდებოდა, მუშაობდა სტრიპტიზიორად ლოს ანჯელესში. იმ ფულით, რომელიც მან გამოიმუშავა, იყიდა მუსიკალური აღჭურვილობა და მინივენი. ინვესტიცია საკმაოდ წარმატებული გამოდგა_90 -ინი წლების დასაწყისში ის და კობეინი დაქორწინდნენ. მისმა ჯგუფმა Hole ჩაწერა თავისი სადებიუტო ალბომი — Pretty on the inside. 7. კრის პრეტი როგორც ჩენინგ ტეიტუმი, მანამდე სანამ ბლოკბასტერების ვარკვლავი გახდებოდა, ის თავს ირჩენდა ტანსაცმლის გახდით. მაგრამ კრისი ხშირად არ არ იხსენებს სტრიპტიზიორის კარიერის პერიოდს არა იმიტომ, რომ რცხვენია ამაზე საუბარი, უბრალოდ თავს თვლის ცუდ მოცეკვავედ. 6. დიაბლო კოდი როგორც ბევრი სხვა ვარსკვლავი, დიაბლო კოდის არ რცხვენია თავისი წარსულის. „ჯუნო“-ს სცენარისტი წარსულში სტრიპტიზს ცეკვავდა ღამის კლუბში. ამავე დროს ის ადგილობრივ გაზეთებში სტატიებს აქვეყნებდა, და როდესაც დახდა ცნობილი ადამიანი, გამოაქვეყნა მემუარები, მიძღვნილი სტრიპტიზ-ბარში მუშაობის პერიოდზე. 5. სიუზი ფეივორ ჰემილტონი ადამიანების უმრავლესობა, ვისზეც ამ სტატიაში ვსაუბრობთ, სექს-ინდუსტრიაში მუშაობდა მანამდე, სამამ ცნობილები გახდებოდნენ, მაგრამ ეს არ ეხება სიუზის. ცნობილი მორბენალი, 1992, 1996, 2000 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პროსტიტუციით დაკავდა. 2011 წელს, მიუხედავად იმისა რომ დაოჯახებული იყო, აგრძელებდა სექს-მომსახურებას, თუმცა ფულის გამო არა. ის ამას ხსნიდა იმით, რომ იმ პეროდში ღრმა დეპრესიაში იმყოფებოდა. 4. ხავიერ ბარდემი ბარდემმა, მათ შორის რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, სექს-ინდუსტრიაში ყველაზე ცოტა დრო გაატარა. მაგრამ, მაინც. ერთხელაც ის შეამჩნიეს სტრიპტიზს როგორ ცეკვავდა სიმღერაზე “You Can Leave Your Hat On». „ოსკარი“-ს გამარჯვებულმა მთელი ერთი დღე გაატარა როგორც სტრიპტიზიორმა. და იცით ვინ უკეთებდა მას მორალურ მხარდაჭერას? მისი დედა და და. 3. როზანა ბარ 80 -იანი წლების დასარულს როზანა ბარი ასრულებდა stand-up -ს და მუშაობდა ოფიციანტად. იყო გათხოვილი, ჰყავდა 3 შვილი და ძლივს გაჰქონდა თავი.ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მიმართა პროსტიტუციას_ გადასახადები რომ დაეფარა. საბოლოოდ ქმარს გაშორდა. 2. ალ პაჩინო ცნობილი მსახიობი ალ პაჩინო 1960 წელს სექსუალურ მომსახურებას უწევდა უფროს ქალბატონებს იმისთვის, რომ თავი გამოეკვება. „ როცა მე 20 წლის ვიყავი, სიცილიაში თავს ვირჩენდი ერთი რამით რაც მე გამაჩნდა _ ჩემი სხეულით. უფროსი ქალები მაძლევდნენ საჭმელს და თავშესაფარს სექსის სანაცვლოდ.“ საბოლოოდ ის დაბრუნდა აშშ-ში და შემდგომში გახდა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი. 1. ლედი გაგა 18 წლის ასაკში მან დატოვა მშობლიური სახლი და უარი განაცხადა მიეღო მათგან დახმარება. სწორედ მაშინ დაიწყო მან თავის რჩენა სტრიპტიზით. ლედი გაგა ცეკვავდა ტყავის შავ მოსასხამში ჯგუფების Gun’n’Roses და Black Sabbath-ის სიმღერებზე. მას შემდეგ მუსიკა შეიცვალა, რასაც ვერ ვიტყვით გამოსვლების დროს მის მოძრაობებზე. 881 13-ს მოსწონს
|