x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე საშინელი მკვლელობები,რომელიც ინტერნეტით გაცნობას მოჰყვა


ახალმა ეპოქამ, ახალმა ტექნოლოგიებმა გაცნობის და ურთიერთობის ახალი მეთოდები დანერგა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.ინტერნეტში უხვადაა მიმობნეული გაცნობის საიტები და არც თუ იშვიათად მონიტორის მიღმა იმალება სულ სხვა პიროვნება და არა ის, ვინც თქვენ გგონიათ.სამწუხაროდ მსგავსი ურთიერთობა ზოგჯერ ფატალურად მთავრდება.


1)ამა წლის აპრილის დასაწყისში 40 წლის მედდა სიეტლიდან ინგრიდ ლაინი
უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სამი შვილის დედას ვერსად პოულობდნენ.დაიწყო
გამოძიება, მალე გაირკვა, რომ ონლაინ ჩატში მომხიბვლელმა ინგრიდმა ვინმე ჯონ ჩარლტონი გაიცნო და ერთი თვის განმავლობაში ხვდებოდა მას.

როგორც პოლიციამ დაადგინა უკანასკნელად ინგრიდი სწორედ ჩარლტონთან ერთად ნახეს ბეისბოლის მატჩზე.

ჩარლტონი ბინის ჩხრეკის შემდეგ მის სანაგვე კონტეინერში აღმოაჩინეს
ინგრიდის დანაწვერებული გვამი.როგორც გაირკვა ჩარლტონზე 6 შტატში იყო
აღძრული სისხლის სამართლის საქმე.მას საკუთარ მშობლებთანაც კი ეკრძალებოდა
მიახლოება.

image




2)39 წლის შერონ უინტერსი ოთხი შვილის დედა იყო და უკვე იმედიც გადაწურული ჰქონდა, რომ ოდესმე სიყვარულს იპოვიდა.მაგრამ 2014 წელს გაცნობის საიტზე მას "მოეჩვენა", რომ სწორედ ის მამაკაცი იპოვა, ვისზეც ოცნებობდა.
რამდენჯერმე შეხვედრის შემდეგ კევინ ჰოუკი შერონთან გადაბარგდა ლივერპულში.წყვილმა ერთად დაიწყო ცხოვრება.შერონის ძმამ შეატყო ჰოუკს, რომ მთლად არადეკვატურად იქცეოდა, გააფრთხილა და ამის შესახებ, მაგრამ იმის შიშით, რომ კვლავ მარტო არ დარჩენილიყო, უგუველყო ძმის გაფრთხილება.


უმუშევარი შეფ-მზარეული კევინ ჰოუკი მთელი დღეების განმავლობაში სახლში
იჯდა და არაყს ან ლუდს სვამდა.როცა ამის გამო შენიშვნა მიიღო შერონისგან
ჰოუკმა არ დააყოვნა და 90-ჯერ დაარტყა დანა ქალს.

image


3)2010 წლის აპრილში 32 წლის ტერი პენინგტონმა ონ-ლაინ ჩატში გაიცნო მამაკაცი.პირველსავე პაემანზე ქალმა მამაკაცი სახელად დასტინ კენდრიკი სახლში მიიწვია.
ტერის გვამი საკუთარ სახლში მისმა შვილებმა აღმოაჩინეს, ის იატაკზე პირაღმა იწვა და გაგუდული იყო.

დასტინ კენდრიკი დააკავეს.მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა დღემდე
გაურკვეველია რა მოხდა მათ შორის იმ პარასკევ დღეს ტერის ტეხასურ სახლში,
სადაც ის გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

image


4)25 წლის ფრანგმა გოგონამ მინა ელ ჰურაიმ
"ფეისბუქზე" გაიცნო სიმპატიური მაროკოელი ახალგაზრდა.რამდენიმე თვიანი
ინტერნეტ ფლირტის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა მაროკოში
გაფრენა.აღსანიშნავია, რომ გოგონას სულ ცოტა ხნის წინ შაქრის დიაბეტი
დაუდგინდა.

ქალაქ ფესში მინამ იქირავა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და მოუთბენლად
ელოდა მიჯნურთან შეხვედრას.თუმცა პაემანი გეგმის მიხედვით არ
წარიმართა.გოგონა დიაბეტურ კომაში ჩავარდა.მამაკაცმა, რომელმაც უცნობია რა
იფიქრა, ამოთხარა ორმო და გოგონა ცოცხლად დამარხა.
image


5)ლავარ უოტსონმა 2011 წელს საიტზე ეშლი ლეველი
გაიცნო.პირველ პაემანზე წყვილი კინოში გაემგზავრა.იქიდან გამოსულები
ლავარი და ეშლი მანქანაში ჩასხდნენ, ამ დროს ეშლიმ "შემთხვევით" დაინახა
მისი ახლობელი სტივ რუპნერინი, რომელიც ლავარის მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა.
რუპრენინმა უკნიდან ესროლა უოტსონს და მოკლა, ამის შემდეგ ეშლიმ და
სტივმა მიცვალებული გაძარცვეს და მისავე საკრედიტო ბარათით მისავე
მანქანაში საწვავი ჩაასხეს.
image





0
506
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0