რატომ ვატარებთ ქვედა საცვალს? ვზრუნავთ ჯანმრთელობაზე, ჰიგიენის მიზნით თუ მოდურ ტენდენციებს მივყვებით, ასეა თუ ისე, ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება კულტურულ ცვლილებებს საზოგადოებაში.
მიუხედავად ამისა, საცვლების თემა დღემდე იშვიათად ხდება განხილვის საგანი. შეიძლება ეს ხდება იმიტომ, რომ მათ შორის ყველაზე პურიტანული და პრაქტიკულიც კი, გამსჭვალული არიან ეროტიზმით მათი დანიშნულებიდან გამომდინარე.
მოგიმზადეთ პატარა ექსკურსი ქვედა საცვლის ისტორიისა - ანტიკური ხანიდან დღემდე.

ძველად ქვედა საცვალი ახლანდელი გაგებით, ცნობილი არ იყო. მისი მსგავსი ფორმით და დანიშნულებით იყო, თეძოების სახვევი.

ძველ რომში თეძოების სახვევი ტანსაცმელის აუცილებელ ნაწილს არ წარმოადგენდა, სხეულის თეთრეულის როლს ასრულებდა ტუნიკა, რის ზემოდანაც რომაელები იცვამდნენ მოსასხამს ან ტოგას.

მაგრამ, მსახიობები და ორატორები ( სახალხო გამოსვლებისას ), ასევე გლადიატორები, იცვამდნენ სუბლიგაკულუმს (subligaculum) ყავის თეძოების სახვევს.

ძველ რომში ქალები სპორტული ვარჯიშებისას ატარებდნენ ტყავის თეძოების სახვევს და სტროფიუმს, თანამედროვე ბიუსჰალტერის პროტოტიპს.

შუა საუკუნეებში ქვედა საცვლის როლს ასრულებდა ბრე (ფრ. Braies) შარვალი, რომელით ზონრებით მაგრდებოდა. ზოგჯერ მასზე იცვამდნენ შოსის ვიწრო შარვალს, რომელიც ქამარზე მაგრდებოდა.

შუა საუკუნეებში ქალები და კაცები ასევე ატარებნენ კამიზუს ( ფრანგულიდან chemise) —გრძელი და თავისუფალი პერანგი.

გრძელი პერანგები და გაუმჯობესებული ბრე - კალსონები შემდგომ ეპოქაში ასრულებდნენ ქვედა საცვლის როლს.

ქალბატონებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა სხვადასხვა კორსეტები.

იმ დროს ზოგი ქალბატონი თავს ილამაზებდა აბრეშუმის ლენტებიანი წინდებით.

კალსონები მაინც მამაკაცის გარდერობის უპირატესობას წარმოადგენდნენ. ქალის ქვედა საცვლის ნაწილად ისინი მხოლოდ XIX საუკუნეში იქცნენ.

მამაკაცის პერანგი და კალსონები, დიდი ბრიტანეთი, 1775.

XIX საუკუნის ბოლოს კალსონები და პერანგები უფრო ღია და ტანსმომდგარი გახდა.

არც პანტალონები ჩამორჩნენ.

მამაკაცებს შორის პოპულარული გახდა სხვადასხვა კალსონები.

XX საუკუნის დასაწყისში ქალებს შორის გავრცელდა თანამედროვე ბიუსჰალტერის პროტოტიპი, მკერდის დამჭერი და კორსეტზე ზემოდან ჩასაცმელი.

კორსეტი, 1895.

ბამბის კორსეტი, 1914.

XX საუკუნის 1940 – 1950-იანი წლების ქალის ინტიმური მოდა გამოირჩეოდა რაციონალური პრაქტიკულობით .

XX საუკუნის შუა პერიოდი ქვედა საცვლის განვითარების იტორიაში ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი გახდა. სექსუალურმა რევოლუციამ და მსოფლმხედველობის ლიბერალიზაციამ თავისი საქმე გააკეთა და გარდერობის ინტიმურ ნაწილზე ჩვეული ხედვა შეცვალა: მოდელები უფრო თამამი გახდა პრაქტიკულობის საზიანოდ.

მსოფლიოში ცნობილი კომპანიის Victoria’s Secret -ის თეთრეულის მოდელები.

ქვედა საცვლის კომპლექტი Tamila კოლექციიდან Soire ცნობილი ბრენდი Agent
Provocateur.
წყარო: fresher.ru