ტენდენციები მოემზადეთ, თქვენს წინაშეა ახალი ჯინსის შარვლები 2018, 18 აგვისტო, 13:40 არ გამოტოვოთ ჯინსის შარვლების ახალი ტენდენციები, გვაფრთხილებს Simpiemost. უცნაური, თასმებიანი ჯინსის შარვლები გამოუშვა Fashion Nova - მ. ![]() მათ რატომღაც „სულ რაღაც“ 49, 99 დოლარად ყიდიან მათი წინამორბედი ძვირადღირებული ვარიანტებისგან განსხვავებით. ფასის მოწონების მიუხედავად, მათი ყიდვა ძალიან გაგიჭირდებათ.
იმიტომ, რომ როგორც უკვე მიხვდებოდით, ისინი ყველა გაყიდულია!
ამ შარვლების მთელი წინა მხარე თასმებისგან შედგება, მაშინ როდესაც უკანა ნაწილი (დახურული ) საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. ![]() Fashion Nova ინტერნეტ- გამოხმაურებების მიხედვით თასმების წყალობით შარვლის ტანზე მორგება მარტივად ხდება. თასმებიანი ჯინსები იყიდება XS -დან 3X- მდე ზომებში და როგორც აღვნიშნეთ, საიტზე მათ ვეღარ შეიძენთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, რათა მიიღოთ შეტყობინება, როდესაც თქვენი ზომა გამოჩნდება. (თუ რა თქმა უნდა საკუთარი სხეულის ფორმები ამის საშუალებას გაძლევთ!)
დიზაინერების ფანტაზიას საზღვარი აღარ აქვს კრეატულობაში. აი თუნდაც ეს ჯინსის შარვალი!
![]() თეორიულად იდეა კარგად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც მოქმედებაში ნახავთ, შეიძლება დაფიქრდეთ მის სიკარგეში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფასს გაიგებთ - 425 დოლარი! ![]() Opening Ceremony თუნდაც აი ეს ჯინსები? ![]() Тopshop/Nordstrom ჯინსის ეს ქამარი? თითქოს ძონძების ტომარიდან ამოიღეს! და მაინც გაიყიდა! ![]() Net-A-Porter ყველა ამ სიახლიდან ეს მოდელები უფრო მომხიბლავად გამოიყურება ( სტატიაც არის მათ თაობაზე, შეგიძლიათ კვლავ გადაათვალიეროთ) იხილეთ სტატია![]() ***იხილეთ ასევე:1. ახალი მოდა: უკან დახეული ჯინსის შარვლები!2. საიზოლაციო ლენტი ქსოვილის ნაცვლად: მოდაში შემოდის სამარცხვინო საცურაო კოსტიუმები3. ოთხი მითი მზის სათვალის შესახებ4. სკანდალი რეკლამაში: ჩაუცმელი მამაკაცები ( + 18 )***363 11-ს მოსწონს
|