ტენდენციები სირცხვილი თუ გენიალური გამოგონება? მსოფლიოს იპყრობს სტიკერი- ქვედა საცვალი! ( +15) 2016, 4 მაისი, 20:38
დაივიწყეთ სტრინგები, რომლებსაც ყველა ცნობილი ვარსკვლავი ატარებდა ვიწრო კაბებში წითელ ხალიჩაზე გავლისას. მსოფლიოს იპყრობს ქვედა საცვალი Shibue Couture! რამდენად შორს შეგიძლიათ წახვიდეთ იმისთვის, რომ ქვედა საცვლის ხაზები არ დაგეტყოთ კაბაში? თეთრეულის მწარმოებელმა კომპანიამ შექმნა ის, რაც წარმოადგენს ყველა დროის მინიმალისტურ ქვედა საცვალს, – საცვალი, რომელიც ადგილზე მაგრდება რბილი წებოვანი გელის საშუალებით. ჩვეულებრივი სტრინგებისგან ან ქვედა საცვლისგან განსხვავებით, რომლებიც ფეხებს შორის გადის, Shibue Couture უბრალოდ ფარავს თქვენს ინტიმურ ადგილს წინიდან უკან.
როგორ უნდა ატაროთ?
უბრალოდ მოაშორეთ დამცავი საფენი, დააკარით საცვალი კანზე წინიდან, აჭიმეთ უკან და დაამაგრეთ კუდუსუნთან. მსუბუქი წებოვანი გელი, როგორც მწარმოებლები გვპირდებიან, საიმედოდ დაამაგრებს საცვალს ადგილზე, და თქვენ შეძლებთ იცეკვოთ მთელი ღამე გათენებამდე. შემდეგ შეგიძლიათ რბილი საპნით გარეცხოთ და ისევ გამოიყენოთ. 5790 16-ს მოსწონს
|