x
image
alex999
ახალი აღმოჩენა თუ მუტაცია?! ორთავიანი გველი ამჯერად აშშ-ში აღმოაჩინეს!

ამერიკის შეერთებული შტატების, კანზასის შტატში უიშვიათესი ორთავიანი გველი აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, ასეთი სახეობის გველებს მხოლოდ რამოდენიმე თვით შეუძლიათ არსებობა...!


image


ჯეისონ ტებლოტი - მეცნიერი, მკვლევარი და ველური ბუნების ფოტოგრაფი. ტებლოტი უკვე წლებია, მისთვის საყვარელ სამსახურს ასრულებს, ის დაეძებს უიშვიათეს ცხოველებს დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ტყეებში. უშიშარ მკვლევარს ყველაზე მეტად ქვეწარმავლები იტაცებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გველებს. კანზასის შტატში აღმოჩენილი გველის ავტორიც ჯეისონ ტებლოტია. თუმცა თავდაპირველად ქვეწარმავალი მის მეგობრებმა შენიშნეს.


image



ჯეისონ ტებლოტი: "როდესაც ჩემმა მეგობრებმა შენიშნეს უცნაური ქვეწარმავალი, უმალვე შემატყობინეს, ისინი არ იყვნენ დარწმუნებულნი ბოლომდე იმაში, რომ გველი მართლა იყო თუ არა ორთავიანი. ავიღე ფოტოაპარატი და ქვეწარმავალის დევნა დავიწყე, ასეთ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმეჯერ დაკბენილიც ვარ, თუმცა ბედი ყოველთვის მწყალობს, რადგან არც ერთი შხამიანი არ იყო და დღემდე ცოცხალი ვარ."


image



ტებლოტმა მოახერხა გველის დაჭერა. მკვლევარის კვლევების თანახმად, ორთავიანი გველის ერთი მხარე ძალინ აგრესიული იყო და მეორე მხარეზე თავდასხმა სურდა. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ორივე თავის კოორდინაცია თუ არ შედგება, ისინი ვერაფრის დაკბენას ვერ შეძლებენ. როგორც ჩანს, მკვლევარმა ნამდვილად ბევრი
რამ იცის ქვეწარმავლების შესახებ.



image



ორთავიან გველებს ხშირ შემთხვევაში ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ. მეცნიერების აზრით ეს არ არის ახალი აღმოჩენა, ისინი ვარაუდობენ, რომ ეს უბრალოდ მუტაციის შედეგია, რომელიც დღეს უკვე ადამიანებშიც ხშირად გვხვდება.



ჯეისონ ტებლოტი ამ ორთავიანი გველის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის:

"ასეთ გველს იშვიათად თუ წააწყდებით. 10 000 დან მხოლოდ ერთი იბადება ამგვარად. უმეტესად ველურ ბუნებაში ბინადრობენ, უყვართ ტროპიკული ადგილები. ამ გველების დაჭერა ძალზედ რთულია, ორი თავის მიუხედავად ძალიან მოქნილები და სწრაფები არიან. აქედან გამომდინარე დაახლოებით ვერც კი ვივარაუდებთ თუ რამდენი ასეთი სახეობის გველი ბინადრობს ჩვენს პლანეტაზე".

image


მოგახსენებთ, რომ ორთავიანი გველების სამშობლოდ დღეს დღეობით ჩერნობილი ითვლება, ატომური გაჟონვის შედეგად, დაბინძურებულ ტერიტორიაზე მუტაციას განიცდიან ცხოველები(მეცნიერების აზრით და ასევე არსებობს ამის მტკიცებულება) და ორთავიანი გველებიც მხოლოდ ახლომახლო ტერიტორიებზე იყო აღმოჩენილი.


სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
510
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0