მიუხედავად იმისა, რომ "ხალხის მტრებთან" ბრძოლა საბჭოთა კავშირმა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო, საბჭოთა ჯაშუშური (უფრო სწორად, ანტიჯაშუშური) პოსტერი, როგორც ჟანრი, ბევრად გვიან განვითარდა.
მტერი აყურადებს, უთვალთვალებს, ცდილობს პირადი ინფორმაცია გამოსტყუოს საბჭოთა მოქალაქეებს და სახელმწიფო საიდუმლოებები შეიტყოს - მაგრამ ჩვენც ხომ გუშინ არ დავბადებულვართ!
1. ბევრი ლაპარაკი მტრის დახმარებაა.
2. იყავი ფხიზლად.
3. შეუბრალებლად გავანადგუროთ ფაშისტი დივერსანტები.
4. ნუ ლაყბობ ტელეფონზე - ლაყაფი კარგი საკბილოა ჯაშუშისთვის.
5. ლაყაფი კარგი საკბილოა ჯაშუშისთვის! აი სხვადასხვაგვარი ტიპები:
აქვს უჩვეულოდ გრძელი ენა და სამხედრო საიდუმლოებების გაცემა შეუძლია;
აქვს ორი ყური, ერთში შედის ბუზი, მეორედან კი გამოდის სპილო;
სათვალე აქვს ვარდისფერი - ჯაშუშ მგლებს თხებად მიიღებს;
დაიჭირეთ მტრის ხელშემწყობები, იყავით ფხიზლად!
6. სამშობლოს ფარგლებს გარეთ ყოფნისას განსაკუთრებით ფხიზლად იყავით!
7. პოსტზე ყოფნისას იყავით შორსმჭვრეტელი!
8. საბჭოთა მებრძოლო! დაიცავით სატელეფონი-სატელეგრაფო და რადიომოლაპარაკების წესები. იყავი ფრთხილად!
9. ნუ იყბედებ! - სატელეფონო ყბედი ფაშისტი ჯაშუშის ხელშემწყობია.
10. ამოვძირკვოთ ჯაშუშები და დივერსანტები - ფაშიზმის ტროცკისტულ-ბუხარინული აგენტები!
11. ყბედი მტრის საკბილოა.
12. ბავშვებო, დაიცავით სამშობლო! უთვალთვალეთ მტერს და აცნობეთ მათ შესახებ უფროსებს.
13. გაფრთხილდი, ოჯახთან მიწერილ წერილში შემთხვევით სამხედრო საიდუმლოება არ წამოგცდეს!
14. არ იყბედო! მკაცრად შეინახე სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოება.
15. ყბედობა. ჭორები - მტერს ხელს აძლევს.
ყბედობა, ჭორები - მტერს ხელს აძლევს.
16. მკაცრად შეინახე სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოება.
17. იყავით შორსმჭვრეტელნი და ფხიზელნი.
18. სიფხიზლე - ჩვენი იარაღია. იყავით ფხიზლად.
19. სიფხიზლე - ჩვენი იარაღია!