x
image
პერსეპოლისი
ნინი წიკლაურმა ტრავმა მიიღო. შეძლებს თუ არა მომღერალი პროექტში მონაწილეობის გაგრძელებას?!

image„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთმა მონაწილემ, მომღერალმა ნინი წიკლაურმა 22 აპრილს, რეპეტიციისას ტრავმა მიიღო, რასთან დაკავშირებთაც, პროექტის ფეისბუქ გვერდზე განცხადება გავრცელდა.
„სასწრაფოდ!!!
მეგობრებო, სამწუხაროდ ხვალინდელი მსვლელობა გადაიდო.

პროექტის მონაწილემ, ნინი წიკლაურმა რეპეტიციის დროს ურთულესი ტრიუკის შესრულებისას მიიღო ტრავმა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნინი ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ჩაუტარდა კლინიკო-დიაგნოზური კვლევები.

შესაბამისად, პროექტის მონაწილეებთან დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ნინი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, შეძლებს თუ არა ორშაბათს პირდაპირ ეთერში ცეკვას, ამას ხვალ გავიგებთ…“


23 აპრილს, 11 საათზე, "მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან" დაგეგმილი იყო ვარსკვლავებთან შეხვედრა. თუმცა, ნინის შემთხვევის გამო გადაიდო.

დღეს ნინი თავის გულშემატკივრების საყურადღებოდ წერს: "ღვთის წყალობით გადავრჩი, მაქსიმალურად შევეცდები ტკივილი მოვითმინო და როგორმე ვიცეკვო, მადლობა ყველა ადამიანს ვინც შეწუხდა ჩემი ტრამვით. შეიყვარეთ ერთმანეთი, ეს ყველაზე დიდი განძია.“

ასე რომ, ხვალ, 25 აპრილს ნინის ისევ ვიხილავთ სცენაზე და მისი გულშემატკივარი ჩვეულებისამებრ შეძლებს მხარი დაუჭიროს მომღერალს.

0
385
7-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0