x
image
პერსეპოლისი
ნიკა სიხარულიძეს რეაბილიტაციის კურსს დაუფინანსებენ.

image


ნიკა სიხარულიძე, რომელსაც 20 თებერვალს 16 წელი შეუსრულდა, "ბარსელონას" ნიჭიერთა პროექტის გამარჯვებული გახდა და დიდი
საფეხბურთო მომავალი ელოდა, თუმცა უბედურმა შემთხვევამ მოზარდის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ავტოავარიამ 15 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერა ნაადრევად შეაჩერა. მას მკურნალობის შედეგად მეტყველების უნარი დაუბრუნდა, მაგრამ წართმეული აქვს გადაადგილების უნარი, რისთვისაც ნიკა სიხარულიძეს, რეაბილიტაციის კურსის გასავლელად თურქეთში
მკურნალობა ესაჭიროება. თუმცა, ოჯახს ეს თანხა დღესდღეობით არ გააჩნია. გარდა ოპერაციისთვის საჭირო თანხისთვის, ნიკას
ყოველდღიურად 20 ლარის ღირებულების მედიკამენტები ესაჭიროება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლევან ყიფიანმა,
ვეტერან ფეხბურთელებთან - მიხეილ ყაველაშვილთან და მამუკა მაჭავარიანთან ერთად, 21 თებერვალს ახალგაზრდა ნიკა სიხარულძე მოინახულა.
მინისტრი ავტოავარიის შედეგად დაზარალებულ მოზარდს სახლში
ესტუმრა, მას სამახსოვრო საჩუქრები და სპორტული ეკიპირება გადასცა, სიხარულიძეების ოჯახს კი სამედიცინო და სხვადასხვა
პრობლემების მოსაგვარებლად დახმარებას დაპირდა, რაც თავისთავში რეაბილიტაციის კურსის სრულად დაფინანსებას გულისხმობს.
იმედია ნიკა მალე გამოჯანმრთელდება და ისევ მიეცემა საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობა.

imageimageimage


0
514
15-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0