საზოგადოება ცნობილების ყველაზე ძვირადღირებული ქორწილები. 2014, 27 მარტი, 14:04 13. ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი – 1$ მილიონი.
ძირითადი თანხა რა თქმა უნდა, საქორწინო კაბაზე დაიხარჯა, 50, 000 $ – ყვავილებსა და გაფორმებაზე, დანარჩენი კი ფეიერვერკებსა და სხვა დანარჩენზე. მათმა ქორწინებამ 5 წელს გასტანა. 12. ქლოე კარდაშიანი და ლამარ ოდომი – 1$ მილიონი. წყვილმა ქორწილი მხოლოდ 9 დღეში დაგეგმა, ერთთვიანი ნაცნობობის შემდეგ. მათი გრანდიოზული ქორწილი ბევერი ჰილზში გაიმართა. წყვილი ერთმანეთს გასული წლის დეკემბერში დაშორდა. 11. მადონა და გაი რიჩი – 1.5 $ მილიონი. ამ უზარმაზარი თანხიდან 80, 000 $ მხოლოდ მადონას საქორწინო კაბაზე დაიხარჯა, რომელიც სტელა მაკარტნის ეკუთვნოდა. 10. კრისტინა აგილერა და ჯორდან ბრეითმენი – 2 $ მილიონი. წყვილის ქორწილი ნამდვილად არასდროს დაავიწყდება დამსწრე საზოგადოებას, თავისი გრანდიოზულობით. მათ ქორწილში ორკესტრი უკრავდა. 9. ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი – 3 $ მილიონი. მათი ქორწილი მე–15 საუკუნის იტალიურ ციხე–სიმაგრეში შედგა. ქეითს ჯორჯო არმანის კაბა ეცვა. 8. ლაიზა მინელი და დევიდ გესტი – 4.2 $ მილიონი. ქორწილის გრანდიოზულობის მიუხედავად, წყვილის თანაცხოვრებამ მხოლოდ 1 წელს გასტანა. 7. ჩელსი კლინტონი (ბილ კლინტონის ქალიშვილი) და მარკ მეზვინსკი – 4.8 $ მილიონი. ამ თანხიდან 750, 000 $ დაიხარჯა რესტორნის მომსახურებაში, 11, 000 $ – საქორწინო ტორტი, 250, 000 $ – ძვირფასეულობა, 600, 000 $ – ტენტებსა და კონდიციონერებში, 500, 000 $ –ყვავილები. 6. ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბიელი – 6.5 $ მილიონი. მათ დახურული, პაპარაცებისთვის ხელმიუწვდომელი ქორწილი ჰქონდათ იტალიის ერთ–ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში. 5. უეინ და კოლინ რუნი – 7.7 $ მილიონი. მათ იტალიაში 4 დღიანი ქორწილი ჰქონდათ, რამაც 1.5 $ მილიონი შეადგინა. კოლინმა 300, 000 $ საქორწინო კაბაში, ხოლო უეინმა 660, 000 $ საყვარელ ბენდში, „ვესტლაიფის“ შესრულებაში დახარჯა. 4. მაიკლ ჯორდანი და ივეტ პრიეტო – 10 $ მილიონი. მათ ქორწილში 300 სტუმარი იმყოფებოდა, რაშიც რა თქმა უნდა უზარმაზარი თანხა დაიხარჯა. ხოლო, ივეტის აბრეშუმის, ხელნაკეთი კაბის ფასი უცნობია. 3. კიმ კარდაშიანი და კრის ჰამპრაისი – 10 $ მილიონი. წყვილის ქორწინებამ მხოლოდ 72 დღეს გასტანა. 2. პეტრა ეკლესტოუნი და ჯეიმს სტანტი – 20 $ მილიონი. მათ ქორწილში მიწვეული იყო ცნობილი ჯგუფი „Black Eyed Peas“ და დევიდ გეტა, ხოლო თავად ქორწილი იტალიის ერთ–ერთ პატარა ქალაქში შედგა. 1. პრინც უილიამი და ქეით მიდლტონი – 34 $ მილიონი. მათი ქორწილის ხარჯების ახსნა–განმარტება ალბათ ზედმეტია. 552 9-ს მოსწონს
|