x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ხრიკები, რომლებიც კატის ყველა პატრონმა უნდა იცოდეს, რომ მისი მოვლა გაუადვილდეს

image

image

კატა რომ ფუმფულა და საყვარელი ცხოველი არის, ყველამ იცის. მაგრამ ის, თუ როგორი რთულია მისი, სახლის პირობებში, მოვლა, მხოლოდ კატის პატრონისთვის არის ცნობილი. ამ ცხოველების სახლში ყოფნას, აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე და იმისთვის, რომ კატებთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა მარტივად მოაგვაროთ, ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:

image

ფრჩხილის ქლიბი კატებისთვის

image

1. წვრილი თოკი შემოახვიეთ სკამის ფეხს ან ტაბურეტს და კატა რბილ ავეჯს არ გაგიფუჭებთ.

image

imageimage2. თუ რამდენიმე ტაბურეტის ფეხს დაახვევთ თოკებს და ერთმანეთზე ჭანჭიკებით დაამაგრებთ, მიიღებთ მრავალფუნქციურ თაროებს კატისთვის.

imageimage

image

როდესაც კატა არის სახლში

image

3. კატებს და განსაკუთრებით კნუტებს, ძალიან უყვართ სადენების დაღრღნა. სხვადასხვა სახის სადენების დამალვა, გვერდგახსნილი მილეით არის შესაძლებელი.

image

image
4. ფანჯრის რაფაზე კარგად დაამაგრეთ ან ფანჯარაზე მიამაგრეთ ლანგარი თხელი ბალიშით, რომ კატა დაჯდეს და ქუჩაში იყუროს. ეს მისთვის საუკეთესო გასართობია.


image

image

image

5. შეგიძლიათ ამისთვის კიბეც გამოიყენოთ, რომლითაც კატა რაფის სიმაღლეზე ან უფრო ზევით შეძლებს ასვლას. არ დაგავიწყდეთ საფეხურების დათბილვა (თუ ავად გახდა, ისევ თქვენი მოსავლელი იქნება).

image

imageimage

გადავაჩვიოთ კატა ავეჯზე სიარულს

image

6. თუ სახლში ქოთნის ყვავილები გაქვთ, ქოთანში და იმ თაროზე, რომელზეც ის დგას, გირჩები უნდა დაალაგოთ. კატისთვის მოუხერხებელი იქნება თაროზე სიარული და ყვავილებს აღარ გააფუჭებს.


imageimage7. კატებმა ავეჯი რომ არ გააფუჭონ, უნდა დაამზადოთ მათი დასაფრთხობი საშუალება.
imageimageimageამისთვის საჭიროა:

image– სუფთა ბოთლი პულვილიზატორით
– ჭურჭლის სარეცხი საშუალება (სასურველია თხევადი და გამჭვირვალე იყოს)
– ლიმონის ეთერზეთი
– ევკალიპტის ეთერზეთი
– წყალი.

imageimage

მომზადება:


I. ბოთლში წყალი 3/4-ზე ჩაასხით.
II. დაამატეთ 1-2 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება.
imageimageimageIII. დაამატეთ ეთერზეთები – თითოეული, 10 - 10 წვეთი.
image
imageimage
IV. აანჯღრიეთ ნაზავი.
V. ხსნარი იმ ადგილებს მიაწუწეთ, სადაც არ გინდათ რომ კატა მივიდეს.

image

image

image

სასარგებლო კონსტრუქცია საკუთარი ხელით

image

8. ასეთი კონსტრუქციის გასაკეთებლად, შეგიძლიათ ხე გამოიყენოთ. მიამაგრეთ ის კედელზე და ერთ ნაწილზე თოკი დაახვიე, რომ კატამ ასვლა შეძლოს.
imageimage

imageimageimageimage

image

მოვლა

image

9. თუ კატის ბანაობა გადაწყვიტეთ, ამისათვის, ნიჟარის გამოყენება უფრო მოსახერხებელია, ვიდრე აბაზანის.

image

imageimageასე კატასთან უფრო ახლოს იქნებით და მისი დაბანაც უფრო გაგიადვილდებათ. გარდა ამისა, თქვენთან ახლოს, კატაც უფრო მშვიდად იგრძნობს თავს.

image

10. თუ თქვენ ეზოანი სახლი გაქვთ და კატას წყლის და საკვების ჯამი გარეთ უდგას, ჭიანჭველები რომ არ მივიდნენ, ადგილი, ჯამების ირგვლივ, ცარცით შემოხაზეთ – ჭიანჭველა ცარცის ხაზს არასოდეს გადაკვეთს.
imageimage

image

11. ცოტა ადგილი დატოვეთ წიგნების კარადაში, რომ კატამ ახტომა და დასვენება შეძლოს.
imageimageimage

ტუალეტი კატისთვის

image12. კატის ტუალეტში მწვანე ჩაის ხმელ ფოთლებს თუ დაამატებთ, ცუდი სუნის მოშორებას შეძლებთ.

image

image

image

13. კატას სიმყუდროვე უყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მის ტუალეტს სკივრში ან ყუთში (ცალი გვერდი ღია უნდა ჰქონდეს) მოათავსებთ.
image
imageimage

კატის ბეწვი

image

14. შეეცადეთ, რომ კატა დღეში ორჯერ დავარცხნოთ – დილით და საღამოს. ასე ნაკლები ბეწვი იქნება სახლში.
imageimage

image

15. რბილი ავეჯი კატის ბეწვისგან რომ გაასუფთავოთ, მას რეზინის ხელთათმანიანი ხელი უნდა გადაუსვათ.

image

image

image

გართობა

image

კატის ზრდა-განვითარებისთვის, სისუფთავისა და კვების გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს თამაშსაც.

imageimageimageსათამაშოები კატისთვის შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ან შეიძინოთ. კატები კარგად ერთობიან რეზინის და პლასტმასის საჩხაკუნო ბურთებით, უყვართ ბუმბულებიანი ანკესები, მოქსოვილი სათამაშოები, პოლიეთილენის დიდი პარკები. მათ ყურადღებას იქცევს ფრჩხილების ქლიბიც, რომელიც სპეციალური სითხით არის დამუშავებული და ზოო მაღაზიებში იყიდება.

imageimage

image

გარდა ამისა, მათი საყვარელი გართობა, ჩამოკიდებულ ბილიკებზე სეირნობა არის.
კატებს ძალიან უყვართ ადამიანების სიახლოვეს ყოფნა. ამიტომ, თუ ისეთ სავარძელს შეიძენთ, რომელზეც ადგილი კატისთვისაც იქნება, თქვენი ფუმფულა მეგობარი კმაყოფილი დარჩება.

1
2284
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2284
  
2016, 2 მაისი, 23:58
ამდენი წვალება რომ არ დაგჭირდეთ ჩასვით ტომარაში წაიყვანეთ და სადმე დატოვეთ :DDDDD განაგრძეთ ცხოვრება მშვიდათ
0 1 1