x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
გამოდევნეთ ტოქსინები და დაიკელით წონაში მხოლოდ 48 საათში
ჭარბი წონა ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი კი იტანჯება გარკვეული აკრძალებით- საკვებისა თუ სასუსნავის მხრივ, ხოლო ვისაც გააჩნია გარკვეული სახსრები, ის თავს უთუოდ იტვირთავს სატრენაჟორო თუ სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ. ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის- ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება.


არასწორი კვების გამო მრავლად გროვდება ორგანიზმში ტოქსინები, რომელთა გამოდევნა არც თუ ისე ადვილი პროცესია. სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა გაგანდოთ ერთი საიდუმლო, რომლის მეშვეობითაც მხოლოდ 48 საათის მანძილზე შეძლებთ გათავისუფლდეთ ტოქსინებისგან და ამავდროულად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაიკლოთ წონაში.


image


ორგანიზმის განმწმენდი დიეტა მოიცავს ორ სასმელს, რომლის დამზადებაც სახლის პირობებში თქვენვე მოგიწევთ. ამ მარტივი სასმელების მეშვეობით კი შეძლებთ ორ დღეში გათავისუფლდეთ დაგროვილი ტოქსინებისგან და პარალელურად შეამციროთ სხეულის წონა.




1. ორგანიზმის განმწმენდი სასმელი.


საჭირო ინგრედიენტები:


1). 300 მლ წყალი;

2). 1 ს.კ. თაფლი

3). 0, 5 ჩ.კ. დაცეხვილი იმბირი (ჯინჯერი)

4). 0, 5 ჩ.კ. დარიჩინი

5). 1 ს.კ. ლიმონის წვენი.

6). პიტნის ღერი (ახალი ან გამხმარი)



მომზადებისა და გამოყენების წესი:


ფინჯანში მოათავსეთ იმბირი, დარიჩინი, პიტნა, დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყოვნეთ 10 წუთი. ნაყენი როდესაც გაგრილდება, დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი. მიირთვით ძილის წინ.





2. ორგანიზმის განმწმენდი სასმელი.


საჭირო ინგრედიენტები:


1). 2 პომიდორი.

2). 4 კბილი ნიორი.

3). 6 ს.კ. ლიმონის წვენი.

4). 500 მლ წყალი.


მომზადებისა და გამოყენების წესი:



ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ადღვიბეთ მაქსიმალური სიჩქარით. კოქტეილი მიირთვით დილით უზმოზე.




ამ ორი დღის განმავლობაში, სანამ განმწმენდ სასმელებს მიირთმევთ, შეზღუდეთ რაციონიდან ცომეული, გაზიანი სასმელები, ტკბილეული, ნახევარფაბრიკატები. დიეტა დაფუძნებულია მხოლოდ ამ კოქტეილებზე და ასევე ბოსტნეულსა და მსხვილად დაცეხვილ "ხლებცზე". შეუზღუდავია მწვანე ჩაის დალევა.




P.S. მარტივი და ბრწყინვალე ე.წ. დიეტის მეშვეობით კი შეძლებთ იყოთ ჯანმრთელი და ლამაზი. წარმატებებს გისურვებთ.



5
1452
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1452
  
2016, 23 აპრილი, 15:43
ჰოო ალბათ, ეგონა საგმირო საქმე ჩაიდინა :)) კი "მაყურყუტა" 3 საათი სანამ დამიკმაყოფილდა და რეიტინგიც შესაბამისად დააკლდა სტატიას :(
2016, 23 აპრილი, 15:42
დამიბლოკეს საავტორო უფლებებს არღვევო :D ერთი და იგივე თემაზე იმდენი სტატია იდება, ჩემნაირსაც ბევრი დებს და მეც ანალოგიურად და ეს არ ნიშნავს, რომ წესებს ვარღვევ.
2016, 23 აპრილი, 11:48
ვიღაცა მეტიჩარა იქნებოდა :D
2016, 23 აპრილი, 11:36
რა ხდება მაკუშ? :D მარტო შენი კომენატარი ვნახე და
2016, 22 აპრილი, 17:13
არანაირ წესს არ არღვევს ეს სტატია, მსგავს თემებზე უამრავი ანალოგი მასალა იდება და ეს პირველი და უცხო არაა მგონი! ასე, რომ ბოღმიანო ვიღაცა, ხელები დაიმოკლე, ან კარგად გაერკვიე საიტის წესებში.
0 1 5