x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 უცნაური და საინტერესო ისტორიული ფაქტი

1. თანამედროვე შეფასებით, გაიუს იულიუს კეისარი და მალის იმპერიის მმართველი მუსა I უფრო მდიდარი იყო, ვიდრე დღეს ილონ მასკია.


image


კვლევის თანახმად, რომის იმპერიის დამაარსებლის ქონება დღეს რომ არსებობდეს, — 4, 6 ტრილიონ დოლარად შეფასდებოდა. ხოლო, მუსა I — 400 მლრდ. დოლარს აღემატებოდა.


image


2. 1952 წ. ალბერტ აინშტაინის ისრაელის პრეზიდენტის პოსტის დაკავება შესთავაზეს, მან კი, უარი თქვა.image


3. ჯორჯ ვაშინგტონს არასდროს უცხოვრია თეთრ სახლში, რადგან ის სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს შენდებოდა.image


4. ნაპოლეონმა ყველაზე დამამცირებელი და სამარცხვინო მარცხი «ფუმფულების არმიასთან» განიცადა... ეს 1807 წ. მოხდა, როდესაც დიდი ნადირობისთვის, მისმა ორგანიზატორმა 3000-მდე კურდღელი შეიძინა. მაგრამ, ნადირობა უცნაურად დასრულდა. გაგრძელება >>>image


5. ყველაზე ხანმოკლე ომი ისტორიაში 1896 წ. ბრიტანეთს და ზანზიბარს შორის იყო. ის 38 წუთს მიმდინარეობდა და საომარი მოქმედებების დროს, 570 ზანზიბარელი დაიღუპა.image


6. ოფიციალურად, ყველაზე ხანგრძლივი ომი მსოფლიო ისტორიაში, ნიდერლანდებს და სილის არქიპელაგს (The Isles of Scilly) შორის მიმდინარეობდა — ის 1651 წ. დაიწყო და 1986 წ. დასრულდა.image


7. 1912 პარიზის ბავშვთა სახლმა, სახსრების მოზიდვის მიზნით, საქველმოქმედო ლატარია ჩაატარა, რომლის მთავარი პრიზი — ნამდვილი ახალშობილი იყო.image


8. «ჩაუძირავი ლაინერი» — ასე ეძახდნენ «ტიტანიკს» პრესაში. ის ორმაგი ძირით და 19 წყალგაუმტარი განყოფილებით იყო დაცული, რაც მას, პრაქტიკულად, ჩაუძირავად აქცევდა. გემის მთავარი კონსტრუქტორის თომას ენდრიუსის თქმით, «ტიტანიკი» წყლის ზედაპირზე გაჩერება იმ შემთხვევაშიც შეძლებდა, თუ მისი 4 განყოფილება წყლით აივსებოდა…image


9. გაერთიანებული სამეფოს მეფე – ჯორჯ I (1660–1727 წწ.) გერმანელი იყო.image


10. I მსოფლიო ომის დაწყების მომენტისთვის, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებში 18 მფრინავი მსახურობდა და მხოლოდ 12 თვითმფრინავი ჰქონდათ.image


11. ისლანდიის პარლამენტი — ყველაზე ძველია მსოფლიოში. ის 930 წელს არის დაარსებული.image


12. ლონდონის დიდი ხანძრის დროს, რომელიც 1666 წ. მოხდა, მხოლოდ 8 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხანძარში, 13 500–ზე მეტი სახლი დაიწვა.image


13. 1520 წ. ივნისში ინგლისის მეფემ ჰენრი VIII და საფრანგეთის მეფემ ფრანსუა I ერთობლივი წვეულება გამართეს, რომელიც დღევანდელი შეფასებით, 19 მლნ. დოლარი დაჯდა. ზეიმი 18 დღის მანძილზე გრძელდებოდა, ხოლო მიზეზი — ახალგაზრდა მონარქების მეგობრობა იყო.image


14. XVIII – XIX სს. ხალხს ცოცხლად დამარხვის ისე ეშინოდა, რომ უსაფრთხო კუბოები გამოიგონეს. მასში ჩაყენებული მოწყობილობა «გარდაცვლილს», მიწის ზემოთ მყოფებისთვის, სიგნალის გაგზავნის საშუალებას აძლევდა.image


15. 1800 წ. მსოფლიოში 1 მლრდ. ადამიანი ცხოვრობდა. დღეს, 220 წლის შემდეგ, პლანეტის მოსახლეობა, თითქმის, 8 –ჯერ (7, 6 მლრდ.) გაიზარდა.image



image

სხვა სიახლეები:


* ამ სამყაროში ყველაფერი შედარებითია... (15 ფოტო)

* ამ სურათზე პირველი რა დაინახეთ? (4 ფოტო) – ტესტი, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობის აღმოსაჩენად

* უმარტივესი ნამცხვარი, შოკოლადის გულსართით

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
708
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0