სხვა 6 საშინლად დამბურძგლავი, რეალური მისტიური ისტორია 2016, 20 აპრილი, 22:22 დედამიწაზე აღსავსეა უცნაური და მისტიური მოვლენებით. ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც მეგობრებთან ერთად, სადღაც მყუდრო გარემოში ან სახლში მარტო დარჩენილებს გისაუბრიათ პარანორმალურ მოვლენებზე, ხშირ შემთხვევაში გამოგონილებზე. მაგრამ ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 6 რეალურ, მისტიურ ისტოიას, რომელიც ასეთ სიტუაციებისთვის ნამდვილად გამოგადგებათ. არ დაივიწყოთ, როგორც მეცნიერები ამბობენ: ყველაზე მეტ კალორიას საშინელებათა ჟანრი წვავს. ასე, რომ დღეს ჩვენ უამრავ კალორიას გავანადგურებთ... 6. ჯერემი ბენთამის მუმია University of College London -ში უკვე 200 წელია, რაც უცნაური ტრადიცია გრძელდება. უნივერსიტეტში ინახება უტილიტარიანიზმის დამფუძნებლის, ინგლისელი ფილოსოფის, ჯერემი ბენთამის მუმიად ქცეული გვამი. ჯერემი ბენთამის მუმიის წარმდგენა ხდება, უნივერსიტეტის ყოველწლიურ იუბილეზე შემდეგი სლოგანით: "present but not voting" - აქ არის, მაგრამ მონაწილეობას არ იღებს კენჭისყრაში.
5. შანტი დევა - ადამიანი, რომელიც წარსულში ცხოვრობდა 1930 წელს ინდოეთის დედაქალაქ დელიში მცხოვრებმა 4 წლის გოგონამ, სახელად შანტი დევა, თავის მშობლებს გამოუცხადა, რომ ერთ დროს იგი ცხოვრობდა სოფელ მუტრაში, იყო სამი შვილის დედა, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა და რომ მისი წინა სახელი იყო ლუდჯი. გამომომდინარე იქიდან, რომ გოგონა უწყვეტად იმეორებდა ამ ისტორიას, მისმა მშობლებმა გამოძიება დაიწყეს. მათ აღმოაჩინეს, რომ მართლაც არსებობდა სოფელი სახელად მუტრა და ამ სოფელში მართლაც ცხოვრობდა ქალი სახელად ლუდჯი, რომელიც ახალი გარდაცვლილი იყო. მათ შანტი ამ სოფელში მიიყვანეს. 4 წლის ბავშვმა მოულოდნელად ადგილობრივ დიალექტზე დაიწყო საუბარი და ამოიცნო მისი ქმარი და ბავშვები წინა ცხოვრებიდან. მან ასევე გაიხსენა ფაქტები გარდაცვლილი ქალის ცხოვრებიდან, რომელთაგან ყველა სიმართლეს ემთხვეოდა. 4. იდუმალი გნომი 2008 წელს პროდიუსერი ხოსე ალვარესი არგენტინაში ფილმს იღებდა. მოულოდნელად მისმა კამერამ შოკისმომგვრელი, უცნაური არსება - "პატარა გნომი" დააფიქისირა. ალვარესმა ადგილობრივ გაზეთს - El Tribuno-ს განუცხადა:
"მეგობრებთან ერთად, ვიხსენებდით იმ დღეს, როდესაც ბოლოს ვითევზავეთ. უკვე ბნელოდა დაღლილ-დაქანცულები მხოლოდ სიტყვიერად ვხუმრობდით. მოულოდნელად რაღაც ხმა მოგვესმა, გავიხედეთ ბუჩქებში რაღაც მოძრაობა შევნიშნეთ, თავიდან ძაღლი გვეგონა... ახლოს მივედით და რომ ვნახეთ ეს შოკისმომგვრელი არსება, ძალიან შეგვეშინდა".
მას შემდეგ რამოდენიმე ადგილობრივმაც განაცხადა, რომ ეს გნომი მათაც ჰყადათ ნანახი. ამ ისტორიებმა პატარა არგენტინული ქალაქი (გენერალ გუემესი, სალტას პროვინცია) შიშმა მოიცვა.
3. ფრედი ჯექსონის მოჩვენება ეს უცნაური, 1919 წელს გადაღებული, სურათი 1975 წელს ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ოფიცერმა, სერ ვიქტორ გოდარდმა, გამოაქვეყნა. ფოტოზე გამოსახულია გოდარდის ესკადრილია, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მსახურობდა. მაღლითა რიგში, მარცხნიდან მეოთხე ოფიცერის უკან, ნათლად შეინიშნება სხვა პიროვნების სახე. ეს ფრედი ჯექსონის სახეა – საჰაერო მექანიკოსი, რომელიც სურათის გადაღებამდე ორი დღის უკან თვითმფრინავის პროპელერმა მოკლა. მისი დაკრძალვა სწორედ იმ დღეს ტარდებოდა, როდესაც ფოტოს იღებდნენ. დღემდე უცნაურია, თუ როგორ გაჩნდა ფრედი ჯექსონის მოჩვენება კადრში.
2. ოვერტონის ხიდი ოვერტონის ხიდი აშენდა 1859 წელს. ხიდს ასევე თვითმკვლელობის ხიდსაც ეძახიან. იგი ცნობილი გახდა არანორმალური შემთხვევების შემდეგ, როდესაც ძაღლები ხიდიდან გადმოხტომით მასიურ თვითმკლელობებს სჩადიოდნენ. ასეთი ინციდენტები პირველად 1950-1960იან წლებში დააფიქსირეს. ყველაზე უცნაური ფაქტი ის არის, რომ ძაღლები ყოველთვის ერთი და იგივე ადგილიდან ერთსა და იმავე მიმართულებით
1. ჯეიმს ვორსონი 1873 წლის 3 სექტემბერს კაცმა, სახელად ჯეიმს ვორსონი, მიიღო გამოწვევა ქალაქ ლიმინგტონიდან ქალაქ ქოვენთრიმდე, 15 კილომეტრიან დისტანციაზე, რეკორდულ დროში დაესრულებინა რბენა. როდესაც გეზი აიღო, მრბოლელს თან გაჰყვა მისი მონიძლავე და ორი მეგობარი, ჰამერსონ ბარნსი და ბარჰამ ვაისი, რომლებიც ეტლით მისდევდნენ უკან. ბარნს თან წამოღემოღებული ჰქონდა ფოტოაპარატი. ვორსონი მათ თვალთახედვას არასოდეს მოსწყვეტია და გზად ხშირად მობრუნდებოდა უკან და მეგობრებს საუბარში აჰყვებოდა ხოლმე. მოულოდნელად ჯეიმსი ძირს დავარდა და გაუჩინარდა. ბარნსი და ვაისი მის უკანასკნელ წამოძახილს შიშით იხსენიებდნენ: "ეს არიყო რაღაც ბუნებრივი, ადამიანური ხმა, ეს ნამდვილი მისტიკა იყო, ნამდვილი შოკი გადავიტანეთ, არვიცით რა მოხდა ასე მოულოდნელად, ძალიან გვეშინოდა." ჯეიმს ვორსონს ადგილობრივი მოსახლეები ეძებდნენ ყველაგან, სადაც შეეძლოთ მისი პოვნა, თუმცა მრავალწლიანი ძებნა უშედეგოდ დასრულდა. ჯეიმს ვორსონი მაშ შემდეგ, დაიკარგა და აღარც გამოჩენილა.
თუ მოგეწონებათ, გაგრძელება აუცილებლად იქნება... მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1917 17-ს მოსწონს
|