კინო ჰოლივუდის ლეგენდარული ლამაზმანების სილამაზის 15 საიდუმლო 2016, 18 აპრილი, 14:52 თუ რეალურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ქალბატონები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სილამაზე და ახალგაზრდობა შეინარჩუნონ, მაშინ ძნელი არაა მივხვდეთ, რომ ვარსკვლავური ლამაზმანები უფრო ზედმიწევნით და განსაკუთრებულად უდგებიან ამ საკითხს. და თუ ახლა ცნობილი ქალბატონების ტრანსფორმაცია ძირითადად ქირურგიულ ჩარევებზეა დაფუძნებული, ადრე სრულყოფილების ძიებაში გოგონები მიმართავდნენ თავიანთ გამოგონებებს. და მერწმუნეთ, ბევრი შრომა ჭირდებოდათ ამისთვის! მერლინ მონრო იყენებდა ხუთ სხვადასხვა ფერის ტუჩსაცხს, ტუჩები რომ უფრო სქელი გამოსჩენოდა. კეროლ ლომბარდი ცხვირზე თეთრი ფანქრით ორ ხაზს ისვამდა, ცხვირი უფრო სწორი რომ გამოსჩენოდა. ელიზაბეტ ტეილორი სახეს იპარსავდა, რაც საშუალებას იძლეოდა მისი კანი აბსოლუტურად გლუვი და მბრწყინავი გამოჩენილიყო. მარლენ დიტრიხი ამოიღო უკანა ძირითადი კბილები, ლოყები უფრო ჩაცვენილი რომ ჰქონოდა. ოდრი ჰეპბერნი ტუშის წასმის შემდეგ ნემსის წვერით ისწორებდა თითოეულ წამწამს. მეი ვესტი ქოქოსის ზეთს იყენებდა როგორც სახის დამატენიანებელ კრემს, მისთვის მეტი მბზინვარება რომ მიეცა. გრეტა გარბო უფრო მეტყველი მზერა რომ ჰქონოდა, ქვედა წამწამების გასწვრივ ჯერ ვაზელინს ისვამდა და შემდეგ მუქ ჩრდილებს. ვივიენ ლი მაკიაჟის გაკეთებისას ტუჩის ფანქარს ზედა ტუჩის ზევით ისვამდა, ვიზუალურად უფრო სქელი რომ გამოსჩენოდა. გლორია სვენსონი ნედლ ბოსტნეულს არა მარტო ჭამდა რეგულარულად, არამედ სახის ნიღბებსაც იკეთებდა მათგან. რიტა ჰეივორტი თმას უვლიდა მასზე კარაქის წასმით და იბანდა ლიმნის წვენიანი თბილი წყლით. გლორია გრეჰემი ბამბის ან ნაჭრის როლიკს იდებდა ტუჩის ქვეშ, ზედა ტუჩი ვიზუალურად უფრო სქელი რომ გამოსჩენოდა. ინგრიდ ბერგმანი ერთი სანტიმეტრით იპარსავდა თმას შუბლზე, სახისთვის მეტი ოვალური ფორმა რომ მიეცა. ბეტ დევისი ღამე ნიღაბს იკეთებდა კიტრის რგოლებით, დღე კი ვაზელინის დახმარებით თვალების ქვეშ სიმუქეს ფარავდა. სოფი ლორენი ზეითუნის ზეთს ისვამდა თმაზე და სახეზე, რაც მას აბრეშუმივით ხდიდა. გრეის კელი კონტურს უკეთებდა სახეს: ღია ფერის რუმიანით გამოყოფდა ლოყებს, ხოლო მუქით ავსებდა ზედა სივრცეს. 279 12-ს მოსწონს
|