სხვა მეცნიერების სახელით ჩატარებული 5 ყველაზე სასტიკი ექსპერიმენტი! 2016, 17 აპრილი, 22:39 მეცნიერების სახელით ბევრი სახის ექსპერიმენტები ტარდება. ალბათ ძალიან ბევრს გახსოვთ XX- საუკუნეში ადამიანებზე ჩატარებული სასტიკი ექსპერიმენტები, მაგრამ დღევანდელი თემა უფრო ცხოველებს ეხებათ. ამ ვითომ და "მეცნიერებს" სურდათ ისტორიისთვის სახელი დაემახსოვრებინათ, ეს მოახერხეს კიდევაც, მაგრამ ისე არა როგორც თავად სურდათ...
ხოსე დელგადოს სისასტიკე - ტვინის კონტროლის ექსპერიმენტი (1960 წელი) 1960-იან წლებში ნერვოლოგმა ხოსე დელგადომ ერთ-ერთ არაეთიკურ ექსპერიმენტს მოაწერა ხელი. მან მოუთვინიერებელ ხარს ტვინში ელექტრო-ვიბრაციული მეხსიერების ბარათი ჩაუყენა. ოპერაციის შემდეგ, ხარი სპეციალურ არენაზე გაიყვანეს. გაბრაზებულმა ხარმა დელგადოს მოსაკლავად მისკენ გაქანდა, მაგრამ ექსპერიმენტმა გაჭრა, ხოსე დელგადომ სპეციალური დისტანციური მართვის მოწყობილობით ხარის ტვინის კონტროლი დაიწყო და მისი დეაქტივაცია შეძლო. მოგვიანებით ხარის ტვინმა ვერ გაუძლო ამდენ ზეწოლას და ძირს დაემხო. ხოსე დელგადოს წყალობით კიდევ ერთი ცხოველი მოკვდა.
სქესობრივი ინსტინქტის ექსპერიმენტი - პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტი პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის სისატიკით დამახსოვრებული ექსპერიმენტი. პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებს აინტერესებდათ ინდაურების სექსუალური ცხოვრება. მათ რეზინის მდედრი ინდაური, მამრების თანდასწრებით აკუწეს, მხოლოდ დარჩა რეზინის მდედრი ინდაურის თავი. მკვლევარებს რაც აინტერესებდათ სავსებით მიიღეს კიდეც. მამრებს მდედრი ინდაურის დაჩეხვაზე რეაქცია არ ჰქონიათ, პირიქით, დარჩენილ თავთან ახლოს მივიდნენ და სურდათ სექსუალური ინსტიქტის დამყარება. მკვლევარების მტკიცებით ინდაურების ყველაზე სექსუალურ წერტილს წარმოადგენს მათი თავები...დაუეჯრებელია, მაგრამ ყველა მამრი ინდაური დაიღუპა, მაშინ როდესაც სექსუალური ინსტიქტი ჰქონდათ სათამაშო რეზინის ინდაურის თავთან. მკვდრების გაცოცხლების ექსპერიმენტი - რობერტ კორნიშის სისასტიკე(1930 წელი) კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარს, რობერტ კორნიშს იმედი ჰქონდა, რომ ის ოდესღაც მკვდრებს გააცოცხლებდა. ხანგრძლივი სამუშაოს შემდეგ, მან გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება, რისთვისაც თავდაპირველად 2 ძაღლი დაახრჩო და მკვდარ ძაღლის ვენებში ადრენალინის და ანტიკოაგულანტების საწინააღმდეგო ნივთიერება შეუშვა. შემდეგ თავის "seesaw" ტექნიკით ცდილობდა მათ გამოცოცხლებას, მაგრამ ყველაფერი დიდი უშედეგობით დასრულდა რათქმა უნდა. არის კიდევ რამოდენიმე ვერსია, რომლის თანახმადაც, კორნიშის ექსპერიმენტმა გაამართლა. მან გააცოცხლა ორივე ძაღლი, მაგრამ ორივე დაბრმავდნენ და მალევე ისევ მოკვდნენ. ამ ექსპერიმენტთან დაკავშირებით სრული პასუხი ჯერ არავინ იცის. LSD იმუნიზაციის ექსპერიმენტი - ოკლაჰომას უნივერსიტეტის სისასტიკე (1962 წელი)
1962 წლის 3 აგვისტოს ცნობისმოყვარე მეცნიერები დაინტერესდნენ სპილოებზე ლსდ-ს ექსპერიმენტით. უარენ ტომასმა, ზოოპარკის დირექტორმა ერთ-ერთ სპილოს გაუკეთა 297 მილიგრამი LSD, რაც ადამიანის დოზას 3000-ჯერ აღემატება და რეკორდული მაჩვენებელია როდისმე რომელიმე ცოცხალი ორგანიზმის მიერ მიღებულ ნარკოტიკის რაოდენობისთვის. ტომასთან ერთად იყვნენ მისი მეცნიერი კოლეგები ოკლაჰომას სამედიცინო უნივერსიტეტიდან: ლუის ვესტი და ჩესტერ პირსი. ექსპერიმენტი წარუმატებელი შედეგით დასრულდა. 297 მილიგრამი LSD-ს მიღებიდან რამოდენიმე წამში სპილო ძირს დაენარცხა და სული დალია.
ექსპერიმენტი სახის გამომეტყველებაზე - კერნი ლენდისის სისასტიკე 1924 წელს მინესოტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, კერნი ლენდისმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რათა დაედგინა, იწვევდა თუ არა განსხვავებული ემოციები სახის მხოლოდ ამ ემოციისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ გამომეტყველებას. ამ კვლევის მიზანი იყო, რომ გაეგოთ სხვადასხვა ადამიანს ექნებოდა თუ არა ერთი და იგივე ემოციის (შოკის, სიძულვილის, ბედნიერების და ა.შ) განცდისას ერთი და იგივე სახის გამომეტყველება! ცდისპირა უმეტესი სტუდენტები იყვნენ, ისინი ლაბორატორიაში წაიყვანეს და სახე მოუხატეს შავი ზოლებით, რათა ესწავლეათ მათი კუნთების მოძრაობა. ცდისთვის გამოყენებულ პირებს ძალიან ძლიერ სტიმულს აძლევდნენ რაც ზემოთ კარგად ჩანს! ცდისპირებს აყურებინებდნენ პორნოგრაფიას, ასუნთქებინებდნენ ამიაკს და ბაყაყებით სავსე ვედროში ხელს აყოფინებდნენ! ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთი საშინელი მომენტი იყო ვირთხების თავის მოჭრა. ცდისპირ სტუდენტებს ევალებოდათ ვირთხების თავის მოჭრა, ამაზრზენი იყო, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებიდათ. უმეტესობამ არც კი იცოდა ამ საქმის გაკეთება და ცდილობდნენ ისე მოეჭრათ თავი ამ პატარა ცხოველებს რომ არ ეწამათ, მაგრამ ამაოდ პატარა ცხოველები სიცოცხლეს "წრიპინ-წრიპინით"ემშვიდობებბოდნენ. ხოლო მათ მაგიერ, ვინც უარი თქვა ვირთხისთვის თავის მოჭრაზე, ამ საქმეს თვით ლენდისი აკეთებდა. მართალია, ამ ცდამ ვერ გაამართლა ვარაუდი, რომ ადამიანებს ერთნაირი ემოციების განცდისას სახის ერთნაირი გამომეტყველება აქვთ, სამაგიეროდ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ყველანაირ საზიზღრობაზე წავიდნენ, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
3127 12-ს მოსწონს |
ვარზე არ ყოფილაასა:P