x
image
მანჩო 777
ქართველი სტუდენტების უჩვეულო გამოგონება და მაჯის საათების ახალი ქართული ბრენდი
ახალი ქართული ბრენდი Handy, რომელიც ხისა და ტყავისაგან დამზადებულ ხელნაკეთ საათებს აწარმოებს, ორმა ქართველმა სტუდენტმა - სოფო გურასაშვილმა და ნიკოლოზ გიგაიამ შექმნა.


image


იდეის განხორციელებაში 23 წლის სტუდენტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაეხმარა. ახალგაზრდებმა "საქპატენტში" უკვე შეიტანეს განაცხადი თავიანთი გამოგონების ინტელექტუალური საკუთრების დაპატენტების შესახებ.



სტუდენტები საათებს 3D პროგრამაზე ამუშავებენ. სამუშაოს ნაწილს ისინი ჩარხის მეშვეობით ასრულებენ, თუმცა ძირითადად ნაკეთობას ხელით ასრულებენ. ძირითად მასალად გამოყენებულია ნატურალური ტყავი და ხე. მათი სინთეზით ახალგაზრდებმა გასაოცარი სილამაზის და დახვეწილი დიზაინის საათების შექმნა შეძლეს.


image


''იდეა დაახლოებით სამი თვის წინ გაჩნდა. მე და ჩემი მეგობარი სოფო გურასაშვილი დიდი ხანია გატაცებული ვართ საათებით. ამასთანავე ჩვენ ხეზე მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს. წინათ ჩვენ მხოლოდ პატარა სუვენირებს ვამზადებდით ხისაგან, ახლა კი გადავწყვიტეთ, შევქმნათ საათები, რომლის ანალოგიც არ არსებობს, - ამბობს ნიკოლოზ გიგაია.


ახალ ბრენდით დაინტერესებული შეიძლება იყვნენ ორივე სქესის მომხმარებლები - Handy ქმნის უნიკალურ საათებს როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისათვის. პირველი გამოფენა-გაყიდვა "თბილისი მოლში" გაიმართა, სადაც საათებს დიდი მოწონება ხვდა წილად.


image


დღესდღეობით საათების შეძენა მხოლოდ Facebook-ის საშუალებითაა შესაძლებელი. ბრენდს აქვს თავისი გვერდი, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ სხვადასხვა დიზაინის მოდელები და შესაბამისად შეაჩეროთ არჩევანი თქვენთვის სასურველ ეგზემპლარზე.


''შეკვეთები საკმაოდ ბევრია.. ჩვენ გვსურს ჯერ ქართულ, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. ორი-სამი წლის შემდეგ ვგეგმავთ ჩვენი საფირმო მაღაზიის გახსნას, თუმცა ეს მხოლოდ ჩანაფიქრია. ვნახოთ, რას გვიჩვენებს მომავალი'', -ამბობს გიგაია.


image


ნიკოლოზ გიგაია საქართველოს საავიაციო ინსტიტუტის სტუდენტია, ხოლო სოფო გურასაშვილი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.


მინდა წარმატება ვუსურვო ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთები საქართველოში.

0
410
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0