სხვა როგორ აღნიშნეს ბრიტანეთში "ქალთა დღე" 2016, 16 აპრილი, 12:32 დიდი ბრიტანეთში, კერძოდ ქალაქ ლივერპულში ყოველწლიურად იმართება ტრადიციულად Grand National-ის დოღი.ეს ღონისძიება არა მარტო იმითაა საინტერესო, რომ აქ იდება ყველაზე მაღალი ფსონები, არამედ იმითაც, რომ ბრიტანეთში ამ დღეს ე.წ. "ქალთა დღესაც" უწოდებენ(Ladies Day). ამ დღესასწაულზე არა მარტო რიგითი ბრიტანელები შეგიძლიათ იხილოთ, არამედ მრავალი ცნობილი ვარსკვლავიც. მოდით ახლა ვნახოთ როგორ ტარდება ლივერპულში "კულტურულ-მასობრივი " ღონისძიება. ყურადღება მიაქციეთ, აპრილის თვეში ბრიტანეთში კვლავ გვარიანად გრილა, თუმცა ინგლისელ ქალბატონებს ეს არ აღელვებთ. მთელი ტერიტორია პლასტიკური ჭიქებითაა მოფენილი სვამენ ბევრს და ყველგან . არავითარი ქალური კომპლექსი, ისინი მთელი გულით და სულით ალკოჰოლზე არიან გადართულები.ქალებს გარშემო პოლიცია დასტრიალებს, ვინცობაა ვინეს ზედმეტი არ მოუვიდეს.. 401 9-ს მოსწონს
|