ნამცხვრები ტორტი «მშვენიერი მარკიზა» (ადვილად მოსამზადებელი და გემრიელი) 2016, 15 აპრილი, 8:52 ინგრედიენტები: ფხვიერი ფენებისთვის: მარგარინი (ცივი) — 300 გრ. კვერცხის გული — 3 ცალი ფქვილი (ახალგაცრილი) — 3 ჭ. (480 გრ.) გამაფხვიერებელი — 1 ჩ. კ. ნიგოზი (დაჭრილი) — 120 გრ. ბეზეს ფენისთვის: კვერცხის ცილა — 3 ცალი შაქრის პუდრი — 1 ჭიქა ლიმონის წვენი — 1/2 ჩ. კ. კრემისთვის: მოხარშული შესქელებული რძე — 1 ქილა (380 გრ.) კარაქი — 300 გრ. ვანილიანი შაქარი — 10 გრ. დეკორისთვის: მოხლილი თხილი (კაკალი, არაქისი) — 1 ჭ. შავი შოკოლადი — 50- 100 გრ. თეთრი შოკოლადი — 50- 100 გრ. + თხილთან ერთად, სურვილის შემთხვევაში: ცილა — 1 ს. კ. თაფლი — 1 ს. კ. შაქარი — 3 ს. კ. მარილი — 1/2 ჩ. კ. მომზადება:
შენიშვნა: მაცივარში შედგით ბეზეს მოსამზადებელი ცილაც, რადგან ცივი ცილა უკეთესად ითქვიფება. 2. ცხობის დაწყებამდე, 15-20 წუთით ადრე, ცომი მაცივრიდან გამოიღეთ > საცხობ ქაღალდზე დახაზეთ 22 სმ-იანი წრეები და გამოჭერით. 3. ცომი ქაღალდებზე გააბრტყელეთ > სამივე ფენას ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და ხელის ოდნავი დაჭერით, ცომში ჩაამაგრეთ. 4. ბეზეს ფენის მოსამზადებლად, ცილას დაუმატეთ ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ, ისე რომ, თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ გადმოიქცეს > შეათქვიფეთ შაქრის პუდრი. უნდა მიიღოთ მკვრივი ბეზე. 5. ბეზეს მესამედი თანაბრად გაანაწილეთ ცომის ერთ ფენაზე, ხოლო დარჩენილი ბეზე, მაცივარში შეინახეთ. 6. ფენები გამოაცხვეთ 170°C-ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. გამოიღეთ, როდესაც მისი ზედაპირი ოდნავ შეწითლდება. 7. ფენები კარგად გააციეთ და ქაღალდი ამის შემდეგ მოაცილეთ, რადგან ცხელი ფენა მყიფე და ადვილად მტვრევადია.
9. ტორტის აწყობა: კრემი ფენებზე გაანაწილეთ > დაალაგეთ ფენები ერთმანეთზე > კრემი გვერდებზეც წაუსვით.
11. თხილი მოხალეთ და ტორტის ცენტრი გააფორმეთ. სურბილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თხილი უფრო გემრიელი გახადოთ: ერთმანეთს შეურიეთ 1 ს. კ. ცილა, 1 ს. კ. თაფლი, 3 ს. კ. შაქარი და 1/2 ჩ. კ. მარილი > ამოავლეთ ამ ნაზავში თხილი > მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში აცხვეთ, 10-15 წუთი > გააგრილეთ და გააფორმეთ ტორტის ცენტრი. 476 10-ს მოსწონს
|