სხვა ხუთი საშიში არსება, რომელისაც შეუძლია, როგორც მოკვლა ასევე ჩვენი სიცოცხლის გადარჩენაც! 2016, 13 აპრილი, 14:41 არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ნებისმიერი შხამიანი ცხოველი თუ მწერი საშიშად
მიგვაჩნია და მათ ყოველთვის ვერიდებით. ამ საშიშ არსებებს შეუძლიათ ადამიანის
მოკვლა ან უკეთეს შემთხვევაში სერიოზული დაზიანებების მოყენება, მაგრამ საინტერესოა
ის ფაქტი, რომ იგივე არსებებს, საფრთხის შექმნასთან ერთად, ჩვენი
სიცოცხლის გადარჩენაც შეუძლიათ. მათ მიერ გამოყოფილი შხამი შესაძლოა სამკურნალოდ გამოვიყენოთ, რომელიც საკმაოდ რთული დაავადებების დაძლევაში დაგვეხმარება. მოდით გავიცნოთ ეს ხუთი არსება: ლოკოკინები შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ლოკოკინები შხამიანი არსებებს მიეკუთვნებიან, მაგრამ ნუ შეშინდებით, რადგან ეს მხოლოდ კონკრეტული სახეობის ლოკოკინებზე ვრცელდება, ისინი დედამიწის მხოლოდ რამდენიმე ადგილას ბინადრობენ, უმეტესად წყნარი და ინდოეთის ოკეანის რიფებზე ბინადრობენ. მათი შხამი მომენტალურად კლავს ადამიანს, თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ ეს მოლუსკები გამოყოფენ ისეთ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია ძლიერი ტკივილის ჩაქრობა. გველი გველის შხამი დიდი ხანია გამოიყენება მედიცინაში, მას იყენებენ სიხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, თავის ტვინის ტრამვული დაზიანების დროს და სხვა. ათასობით წლის წინ კობრას შხამს იყენებდნენ ინდოელი და ჩინელი ექიმები. 1960 წელს მეცნიერმა ჰიუ ალისტერ რეიდმა ცდების შედეგად აღმოაჩინა, რომ გველის შხამი ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ეს იყო მომავალში სხვა დიდი აღმოჩენების დასაწყისი. მორიელი დღეისათვის ბევრი მკვლევარი სწავლობს საკითხს, როგორ შეიძლება სხვადასხვა ცხოველების შხამი ეფექტურად გამოვიყენოთ მედიცინაში, განსაკუთრებით კი კიბოს სამკურნალოდ. ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად ამ კვლევებში შეიძლება ჩაითვალოს მორიელის შხამი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მის შხამში შემავალ ტოქსინებს შეუძლიათ შეაჩერონ კიბოს ზრდა ორგანიზმში. ობობა ობობების შხამიც ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, ტკივილის, ონკოლოგიური დაავადების, კუნთოვანი დისტროფიის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ყველაზე ხშირად "შავი ქვრივის" შხამს იყენებენ. ფუტკარი ზოგიერთი ადამიანი ფუტკრის ნაკბენს საშიშად არ აღიქვამს, რადგან მის შხამზე ალერგიული არაა და მცირედი შეშუპებაც მალე უვლით, გარდა ამისა მის შხამს შუძლია გამოიწვიოს ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავებაც, შემდგომი ნაკბენის დროს ადამიანი უფრო ადვილად შეძლებს მის დაძლევას, მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფუტკრის ნაკბენზე ალერგიულები არიან და ხშირად მათთვის ფუტკრის ნაკბენი საბედისწერო ხდება. თანამდეროვე მედიცინაში აქტიურად გამოიყენება ფუტკრის შხამი მრავალი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ართრიტი, ასთმა, კიბო, ეგზემა და სხვა. 546 3-ს მოსწონს
|