x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138959
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512512
ჩინური ყალბი ბრინჯი - როგორ მზადდება, რა საფრთხეს შეიცავს და როგორ განვასხვავოთ? (+ ვიდეო)
უკვე მინიმუმ ხუთი წელია, რაც ჩინეთში პლასტმასის მასალისგან ყალბი ბრინჯის წარმოება დაიწყეს და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღნიშნული ბიზნესი საკმაოდ მომგებიანიც აღმოჩნდა.


პლასტმასის ბრინჯი ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან, მაგრამ მოხარშვის შემდგ არ რბილდება და, რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

image

ყალბი ბრინჯი გამოდის "China’s Wuchang rice"-ის სახელწოდებით. საქმე ის არის, რომ რეალური "Wuchang rice"-ი მსოფიოში ცნობილია თავისი უმაღლესი ხარისხით, შესაბამისად, მაღალი ფასით. სწორედ ამიტომ აირჩიეს გამყალბებლებმა აღნიშული ბრენდის სახელის გამოყენება თავისი პროდუქტის გასასაღებლად.



საიდუმლოდ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ბრინჯის დასამზადებლად მცირე რაოდენობით ბრინჯ "Wuchang"-ს ურევენ პლასტმასის ბრინჯში, ამატებენ არომატიზატორებს, რათა პლასტმასმა რეალური ბრინჯის სუნი მიიღოს, აპაკეტებენ და ისე უშვებენ მაღაზიებში. ყოველწლიურად 800 000 ტონა რეალური Wuchang-ი იწარმოება, თუმცა “Wuchang”-ს სახელწოდებით 10 მილიონი ტონა ბრინჯი იყიდება. აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ 9 მილიონი ტონა ყალბია.

image

სამი ფინჯანი პლასტმასის ბრინჯის მირთმევა იგივეა, რაც ერთი პოლიეთილენის პაკეტის შეჭმა. ეს ძალიან სახიფათოა და შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ჯანმრთელობას, უფრო მეტიც, შესაძლოა ფატალური შედეგიც კი ჰქონდეს.


პლასტმასის ბრინჯის შესახებ სიმართლე გაირკვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროდუქტის ჩინეთის საზღვრებს გარეთ გატანა დაიწყეს. მისი ექსპორტი ხდება ინდოეთში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, სინგაპურში, ფილიპინებში.


ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ აღნიშნული ბრინჯი საქართველოშიც გამოჩნდა, თუმცა ოფიციალურად ეს არ არის დადასტურებული. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია ფრთხილად ვიყოთ, და უცნობი მწარმოებლისა თუ დისტრიბუტორის პროდუქტს მოვერიდოთ.


ქვემოთ კი გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ხდება პლასტიკური მასალისგან ბრინჯის წარმოება:





3
18708
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
18708
  
2017, 15 ნოემბერი, 11:11
ვეთანხმები.,"ტიგროსი"_ის
2017, 15 აპრილი, 0:10
სათაურში წერია 'როგორ განვასხვავოთ?' ტექსტში ამის შესახებ არაფერია, არადა ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ ესაა.
2016, 17 დეკემბერი, 14:13
ყველა საფრთხე და საწამლავი რატომღაც ჩინეთიდან შემოდის, თავად ჩინელების ჩათვლით, რომლებმაც მართლაცდა, გადააგვიარეს, დაგწამლეს, წაგვართვეს ტყე და მიწა-წყალი, ჩვენი ხისთავიანი ფულზე სულგაყიდული მთავრობის გამოისობით... აბა, მეზობელ სომხეთში ჩადით, თურმე ერთ ჩინელსაც ვერ ნახავთ!
0 1 3