მუსიკა აშშ-ში "როკ-ნ-როლის დიდების დარბაზის" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 2016, 10 აპრილი, 11:29 ![]() წელს "დიდების დარბაზი" შეავსო ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Deep Purple -მ.მის გარდა წელს დიდების ლაურეატები გახდნენ ჯგუფები: Cheap Trick, Chicago, რეპ-ჯგუფი N. W. A, და ბლუზ-გიტარისტი Steve Miller-ი. "როკ-ნ-როლის დიდების დარბაზში " მოსახვედრად აუცილებელი პირობაა: შემსრულებლის პირველი ჩანაწერის გამოსვლიდან მინიმუმ 25 წელი უნდა იყოს გასული და ამასთანავე განსაკუთრებული როლი მიუძღვოდეს მუსიკის განვითარებაში. ![]() ტელეარხმა CBS-მ აღნიშნა, რომ წლევანდელი "ახალბედები" უნიკალურად ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები.მაგალითად:Cheap Trick 70-იანი წლებში Deep Purple-სთან ერთად გამოდიოდა, სტივ მილერი ოდესღაც Chicago-ს "გამახურებლი" იყო, ხოლო N. W. A.-მ ერთ-ერთ თავის კომპოზიციაში სტივ მილერის ჰიტი "Take the Money and Run" გამოიყენა. "როკ-ნ-როლის დიდების დარბაზის" ცერემონიალი 1986 წლიდან იმართება, ნომინანტებს არჩევს ათასობით ჟურნალისტი და მუსიკალური ინდუსტრიის ექსპერტი. განსაკუთრებით მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდნენ ორგანიზატორები ჯგუფ Deep Purple-ს გამო, ბევრის აზრით როკის კლასიკოსები, ერთ-ერთი ზეგავლენიანი ჯგუფი როკ-მუსიკის ისტორიაში ჯერ კიდევ 1993 წელს იმსახურებდა დიდების დარბაზში მოხვედრას.მიუხედავად გამუდმებული კრიტიკისა ექსპერტების და მუსიკოსების მხრიდან(მაგალითად Metallica, რომელიც 2009 წელს შევიდა დიდების დარბაზში)ჯგუფი კიდევ ორი ათეული წელი ვერ ახერხებდა სიაში მოხვედრას. Deep Purple-ს დაჯილდოების ცერემონიალი მიჰყავდა ჯგუფ Metallica-ს დრამერს ლარს ულრიხს:" პრაქტიკულად უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ნებისმიერი ჰარდ-როკ ჯგუფი, მათ შორის ჩვენც, ჟანრის ფუძემდებლად Black Sabbath-ს, Led Zeppelin-ს და Deep Purple-ს მიიჩნევს და სულის სიღრმეში თავს უხერხულად ვგრძნონ, რატომ შეიყვანეს ეს ჯგუფები ასე გვიან ისინი როკ-ნ-როლის დიდების დარბაზში". ![]() დაჯილდოვდნენ ჯგუფის ყოფილი წევრები დევიდ კოვერდეილი და გლენ ჰიუზი, ხოლო აწ გარდაცვლილ კლავიშებზე შემსრულებლის ჯონ ლორდისთვის გადასაცემი ჯილდო მის მეუღლეს ვიკი ლორდს გადაეცა. ![]() ![]() დღესდღეობით მთლიანად დიდების დარბაზში შესულია სხვადასხვა ჟანრის 113 ჯგუფი(მთლიანობაში 749 ინდივიდი, როგორც სოლო შემსრულებელი ისე, ჯგუფების წევრები) ![]() 35 6-ს მოსწონს 1-ს არა
|