ქალი და მამაკაცი 16 ცნობილი წყვილი, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილი სიყვარული არ მთავრდება 2016, 7 აპრილი, 14:07 ვარსკვლავური ცხოვრება ცხოვრებისეული მრავალფეროვნებით ყოველთვის
დატვირთულია, ათასობოთ თაყვანისმცემელი, გულშემატკივარი.
ცნობილია, რომ ვარსკვლავური წყვილები იშვიათად ახერხებენ დიდ ხანს შეინარჩუნონ
ურთიერთობა, როგორც წესი, რამდენიმე თვეში თუ არა რამდენიმე წელიწადში
შორდებიან ერთმანეთს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც, მიუხედავად გავრცელებული ტენდენციისა, მრავალი წლის მანძილზე მაინც შეინარჩუნეს ურთიერთობა და დღემდე ბედნიერ წყვილად ცხოვრობენ. 1. დევიდი და ვიქტორია ბექჰემები 1999 წელს დაქორწინდნენ, გავრცელებული ინფორმაციით მათი ქორწილის ღირებულებამ 500, 000 ბრიტანული ფუნტი შეადგინა. 2. ჯინ ჰამი და ჯენიფერ ვესტფელდი ერთად 1997 წლიდან არიან, ისინი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული წყვილია. 3.ფელისიტა ჰაფმენი და უილიამ მეისი 1997 წელს დაქორწინდნენ, მათ ერთმანეთი ჰოლივუდში ფილმის გადაღებაზე გაიცნეს. 4. ანჯელა ბასეტი და კორტნი ვენსი. წყვილი 1997 წელს დაქორწინდა, ერთმანეთი იელის ასპირანტურაში გაიცნეს. მათ ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავთ. 5. მეთიუ ბროდერიკმა და სარა ჯესიკა პარკერმა 1997 წელს იქორწინეს, წყვილმა ერთმანეთი ჯესიკას ძმის წყალობით გაიცნო. 6. ჯადა პიკეტ სმიტი და უილ სმიტი. წყვილი 1997 წელს დაქორწინდა. მათ ერთმანეთი ფილმის კასტინგზე გაიცნეს, მართალია ჯადამ როლი ვერ მიიღო, მაგრამ სიყვარული იპოვა. 7.დებორა ლი ფერნესი და ჰიუ ჯეკმანი. წყვილმა 1996 წელს იქოწინეს, ერთმანეთი ავსტრალიურ სერიალში თამაშის დროს გაიცნეს, მათ ორი შვილი, ოსკარი და ავა ჰყავთ. 8.მარკ კონსუელოსი და კელი რიპა. მათ 1996 წელს ლას ვეგასში იქორწინეს, წყვილს სამი შვილი, მაიკლი, ლოლა და ხოაკინი ჰყავთ. 9.უორენ ბიტი და ანეტ ბენინგი. მათ 1992 წელს იქორწინეს. წყვილმა ერთმანეთი ფილმ "ბაგსი"-ზე მუშაობის დროს გაიცნეს, მათ ოთხი შვილი ჰყავთ. 10. დევიდ ბოუი და იმანი. ისინი 1992 წელს დაქოწინდნენ. იმანი ინტერვიუებში ამბობდა, რომ ის ამ ნაბიჯისთვის მზად არ იყო, მაგრამ მათი ოჯახი მაინც მყარი გამოდგა და უკვე 20 წელს ითვლის. 11.კევინ კლაინი და ფიბი კეითსი 1998 წელს დაქორწინდენ. მათ ერთმანეთი ფილმის კასტინგზე გაიცნეს და მას შემდეგ ერთად არიან. 12. მაიკლ ჯეი ფოქსი და ტრეისი პოლანი. მათ 1988 წელს იქორქინეს, წყვილს ოთხი შვილი ჰყავთ. 13.გრემ სტენდამი და ოპრა უინფრი ერთად 1996 წლიდან არიან. 14. კურტ რასელი და გოლდი ჰოუნი. ისინი 1983 წლიდან არიან ერთად. 15.დენი დევიტო და რეა პერლმანი. წყვილმა 1982 წელს იქორწინეს. 16. ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი. მათ 1988 წელს იქორწინეს. როდესაც ტომი რიტას შქხვდა, დაქორწინებული იყო სამანტა ლუისზე. ცოტა ხანში მან განქორწინება გადაწყვიტა და ცოლად რიტა შეირთო. 593 2-ს მოსწონს
|