ქალი და მამაკაცი რომანტიკული ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ 2016, 11 თებერვალი, 19:13 საყვარელ ადამიანთან ერთად ვალენტინობის დღის გატარებას წყვილების უმეტესობა პარიზში ამჯობინებს. პარიზი არის სიყვარულის ქალაქი და ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. ყველაზე ხშირად, ახალდაქორწინებულები თაფლობის თვეს ამ ქალაქში ატარებენ, მაგრამ მსოფლიოში არსებობს უამრავი სხვა ნაკლებად ცნობილი ადგილი, რომელიც რომანტიული მიმზიდველობით არაფრით ჩამოუვარდება პარიზს. რა ასოციაციები ჩდება სიტყვა "რომანტიკული"-ის გაგონებისას, ბუნებრივია ყველას სხვადასხვა შეხედულება ექნება ამაზე, მაგრამ მოდი გამოვყოთ რამდენიმე ადგილი, სადაც წყვილებს რომანტიკულად შეუძლიათ გაატარონ ვალენტინობის დღე, ან წავიდნენ "თაფლობის თვე"-ში. ადაიპური (ინდოეთი) შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რომ ინდოეთში რომანტიკას არაფერი ესაქმება, მაგრამ როდესაც ადაიპურში რაჯასტანის ულამაზეს ოაზისს იხილავს, ნამდვილად შეეცვლება წარმოდგენა აქაურობაზე. დიდებული ციხეები და სასახლეები, ქუჩაში გამოფენილი უამრავი ლამაზი სამკაული, ადამიანები, რომლებიც ეგზოტიკა და რომანტიკული გარემოს შერწყმით დიდებულ და საოცნებო ადგილს ქმნიან, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. Waiheke (ახალი ზელანდია) უაიჰეკეს კუნძული ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდიდან 17 კმ-შია. ეს კუნძული მდიდარი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა, ულამაზესი სანაპიროები და ხედები ნამდვილას ქმნის რომანტიკულ განწყობას და საკმაოდ მიმზიდველი ადგილია დასასვენებლად. Middleburg, Virginia (ამერიკის შეერთებული შტატები) ვირჯინიის შტატი ცნობილია თავისი ისტორიული წარსულით, მაგრამ ბოლო წლებში იგი სრულიად სხვა კუთხით გახდა საინტერესო, მაგალითად შესანიშნავი ღვინით, საინტერესო და რომანტიკული ადგილებით, როგორიცაა მაგალითად მიდლებურგი. Mostar (ბოსნია და ჰერცოგოვინა) მოსტარი ისტორიული ჰერცეგოვინის არაოფიციალურ ცენტრად ითვლება. მდებარეობს მდინარე ნერეტვაზე და წარმოადგენს მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის სიდიდით მე-5 ქალაქს. ქალაქის სახელწოდება „ხიდის მცველს“ ნიშნავს და წყვილებისთვის საკმაოდ საინტერესო ადგილად ითვლება. ვენეცია (იტალია) არავისთვისაა სიახლე, რომ ვენეცია ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ადგილად ითვლება მსოფლიოში, ჩემი აზრით კი ის ყველაზე რომანტიკული ადგილია და მხოლოდ აქ შეიძლება გაატარო საყვარელ ადამიანთან ერთად დაუვიწყარი დრო. გალე (შრი ლანკა) გალე ევროპელების მიერ აშენებული თავდაცვითი, გამაგრებული ქალაქის საუკეთესო მაგალითია მთელს სამხრეთ აზიაში, რომელშიც წარმოდგენილია ევროპული არქიტექტურისა და სამხრეთ აზიური ტრადიციების ურთიერთშერწყმა. რომანტიკულს გარემოს აქ არსებული არქიტექტურა და ულამაზესი სანაპიროები ქმნის. რამდენად მოახერხებთ ამ ადგილებზე წასვლას არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით რომანტიკული გარემოს შექმნა, თუკი შეყვარებული ხარ, ნებისმიერ ადგილას შეუძლია ადამიანს. გისურვებთ სიყვარულსა და ბევრ რომანტიკას! სიყვარულით, "მოზამბიკელი" 138 3-ს მოსწონს
|