საზოგადოება "ადვილია ოთახში შეკეტილმა პუტინს აგინო" - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის და განვითარებულ მოვლენებზე 2016, 7 აპრილი, 12:53 მოგეხსენებათ ჯგუფი მგზავრების მიმართ უამრავი კრიტიკული აზრი გამოთქვა საზოგადოებამ, რადგან ჯგუფი 9 აპრილს სანკტ-პეტერბურგში კონცერტის გამართვას აპირებს.ამ ყველაფერზე გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი დედალამაზიშვილი სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს და ხალხს მიმართავს : „პატრიოტებო" პირველ რიგში ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, პოზიციის დაფიქსირების, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადამიანებს აქვთ უფლება მოწონდეთ ან არ მოწონდეთ ჯგუფი "მგზავრების" მუსიკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომდიოდა წერილები, მირეკავდნენ ჟურნალისტები და მინდა რომ ყველას გაგცეთ პასუხი. დიდი მადლობა ყველას ვისაც ვუყვარვართ, მაგრამ მოგიწოდებთ რომ გინებით და ლანძღვით ნუ პასუხობთ სიძულვილის და „დედის გინების" ენაზე მოსაუბრე ანგაჟირებულ ადამიანს. ჯგუფი „მგზავრები“ წლებია უკრაინაში არიან, დასახელდნენ წლის საუკეთესო ჯგუფათ, წლების მანძილზე სრული ანშლაგით მართავენ კონცერტებს, მათი საკონცერტო ტურნე 1 წლით ადრე არის გაწერილი. ამაზე აქცენტი არ კეთდება და ესეთი გამოხმაურებაც არ მახსოვს "მგზავრების" წარმატებაზე, ესეც გასაგებია, აქ ბედნიერებას და წარმატებას ვერ გპატიობენ. მიხარია რომ ლოკალურ სივრცეში არ დარჩნენ და წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში მიაღწიეს, განვითარდნენ რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია. 152 7-ს მოსწონს 1-ს არა
|