x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138445
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
სუიციდი ორგანული დაავადების შედეგი არის, რომლის პროგნოზირებაც შეიძლება

image

image

«როგორ უნდა თქვა სიცოცხლეზე უარი, სული ხომ ასე ტკბილია?» – სწორედ ეს კითხვა დასვა, თვითმკვლელის ოჯახში, სამძიმარზე მოსულმა ერთ-ერთმა ადამიანმა.
რა არის სუიციდი, პრობლემისგან გაქცევა? როგორ მიდის ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე? რა მექანიზმი ირთვება ტვინში, რომელსაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიჰყავს?

image

ადამიანი თავს იმ შემთხვევაში იკლავს, როდესაც ამა თუ იმ გარემოების გამო, მისი არსებობა აზრს კარგავს. ეს დანაკარგი – მართალია მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი პირობა არ არის სუიციდის განსახორციელებლად. ასევე საჭიროა სიკვდილის გადაფასება. სიკვდილმა გარკვეული აზრი უნდა შეიძინოს, და მაშინ, წარმოდგენა მასზე, შეიძლება მოქმედების მიზანი გახდეს.
თავის მოკვლის გადაწყვეტილების მიღება - მორალური არჩევანის აქტი არის. როდესაც სიკვდილს ანიჭებს უპირატესობას, ადამიანი აფასებს მოტივს და შედეგს. ის საკუთარ თავზე იღებს თვითგანადგურებაზე პასუხისმგებლობას ან მას სხვა ადამიანებს აკისრებს. ასე თუ ისე, როდესაც ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მასში მხოლოდ სიკვდილის გამომწვევ მოქმედებას არ ხედავს. მისთვის ეს გარკვეული საქციელსიც არის – «მესიჯი» ადამიანებისთვის, რომელიც მისი ქმედების ანალიზს და შეფასებას გამოიწვევს.
არაერთგზის დაკვირვება იმის საფუძველს იძლევა, რომ თუნდაც ჭეშმარიტი თვითმკვლელობის (ანუ იმ შემთხვევებში, როდესაც სუიციდი სხვა ადამიანის ზეგავლენით, მაგ., შანტაჟით, არ არის გამოწვეული) დროს, მათი მიზანი - დაასრულონ სიცოცხლე - უმეტეს შემთხვევაში, არ შეეფერება თვითმკვლელობის მოტივაციას – პრობლემას, რომლის მოგვარებას სიკვდილით ცდილობენ – სიცოცხლით მოსაგვარებელია.
თვითმკვლელობის პარადოქსი იმაში მდგომარეიბს, რომ ადამიანისთვის სიცოცხლის შეწყვეტა, მორალურ-ფსიქოლოგიურ აზრს იძენს. თუმცა, ეს არც ისეთი დიდი პარადოქსია. თუ თვითმკვლელობას აზრი არ მიეცა, ისევე როგორც ყველა სხვა ქმედებას, თავსაც არავინ მოიკლავს.
კრიზისული მდგომარეობა, რომელიც სუიციდის წინ დგება, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ცხოვრების აზრების «გადაკეტვა»: ხდება ცხოვრებისეული მიზნების ბლოკირება, თვითრეალიზაციის შეუძლებლობის წარმოდგენა, წყვეტა «საჭიროებასა» და იმას შორის, რაც არის, იკარგება კავშირი საკუთარ და გარშემომყოფთა სიცოცხლეებს შორის. შედეგად – სიცოცხლე აზრს კარგავს, ქრება პერსპექტივები და მოქმედების სტიმული. ჩნდება გაუცხოვება, სიმძიმისა და უიმედობის შეგრძნება.
ასეთი მდგომარეობა მხოლოდ ერთი სერიოზული ტრამვული მოვლენით არ არის გამოწვეული. ეს არის რიგი ცხოვრებისეული სირთულის გავლენის შედეგი.
ამრიგად, მთავარი მექანიზმი, რომელიც ახასიათებს სუიციდურ ქმედებას და რთავს თვითმკვლელობის აქტს, – არის ინვერსიული (გადაბრუნება) დამოკიდებულება სიცოცხლესა და სიკვდილისადმი. სიცოცხლე კარგავს დადებით ხარისხებს და აღიქმება ნეგატიურად, ხოლო სიკვდილი პირიქით – უარყოფითიდან დადებითისკე იცვლება. ამ მომენტიდან იწყება თვითმკვლელობის მიზნის ჩამოყალიბება და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება.image

სუიციდის პრობლემა, საჯაროდ, იშვიათად განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს, მათი რიცხვი ძალიან გაიზარდა. მაგ., აშშ-ში, თვითმკვლელობის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა, ავტოავარიების დროს დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა. ამ სიტუაციაში, საჭიროა სუიციდის ისევე მიღება, როგორც სხვა, ნებისმიერი დაავადების.

ანტიდეპრესანტებით და კოგნიტური (შემეცნებითი) ფსიქოთერაპიით, შესაძლებელია თვითმკვლელობის იდეით შეპყრობილი ადამიანის მდგომარეობის შემამსუბუქება, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი და უნივერსალური მეთოდი, პაციენტის განკურნებისა და სიცოცხლისკე მობრუნებისთვის.

დღემდე, ამ მიმართულებით, ჩატარებული კვლევის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რატომ არის, რომ ზოგიერთი ადამიანი მკურნალობას ექვემდებარება, ხოლო ზოგი არა. მიუხედავად ამისა, უახლესმა კვლევებმა ნაწილობრივ ფარდა ახადა ადამიანის გონების ამ ბნელ მხარეს.

imageამჟამად, სულ უფრო პოპულარული ხდება იდეა იმის შესახებ, რომ სიტყვა «დეპრესია», რომლითაც ადამიანის სულიერ მდგომარეობას აღვნიშნავთ, – მეტისმეტად ფართო მცნება არის და ბევრი ისეთი პრობლემის აღსანიშნავად გამოიყენება, რომელსაც სხვადასხვა ბიოლოგიური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს. კერძოდ, სუიციდის მცდელობას, შეიძლება, წინ მთელი რიგი ნერვოლოგიური ცვლილებები უძღვოდეს, რომელიც შესაძლებელია არ აღენიშნებოდეს სხვა სახის დეპრესიით დაავადებულ ადამიანებს. მაგ., პაციენტებს, რომლებსაც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდათ, თავის ტვინის სკანირების დროს, თეთრი ნივთიერების* ნაკლებობა აღმოაჩნდათ. ამ ნივთიერების მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია, რადგან მასზე არის დამოკიდებული ჩვენი ცნობიერება.

image* ცენტრალური ნერვული სისტემის ნივთიერება, რომელიც რუხ ნივთიერებასთან შედარებით, ნაკლებ ინტენსიურადაა შეფერილი. თეთრი ნივთიერება შედგება ნეირონებისაგან (რომელთა უმეტესობა მიელინიზებულია) და გლიის უჯრედებისაგან. თავის ტვინში თეთრი ნივთიერება რუხი ნივთიერების შიგნითაა ლოკალიზებული. ზურგის ტვინში იგი განლაგებულია პერიფერიაზე.

სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი

image

ზემოთ ხსენებული აღმოჩენის გაკეთების შემდეგ, მეცნიერებმა დაიწყეს იმ ადამიანების კვლევა, რომლებსაც აკვიატებული ნეგატიური აზრები გააჩნდათ და მუდმივად თვითკრიტიკულები იყვნენ საკუთარი თავის მიმართ. მათ სურდათ კავშირის აღმოჩენა, ადამიანის ნერვოლოგიურ მდგომარეობასა და დეპრესიულ აზროვნებას შორის. კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც თვითმკვლელობის აზრით იყვნენ შეპყრობილები, შესუსტებული ჰქონდათ ნეირონული კავშირები თავის ტვინის შუბლის წილში, რომელიც ადამიანის ემოციების კონტროლზე და ქცევებზე არის პასუხისმგებელი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კავშირი ნეირონულ კავშირებსა და სუიციდს შორის, ჯერ-ჯერობით, ჰიპოტეზის დონეზე არის და ამის დამტკიცებას ხანგრძლივი კვლევა ესაჭიროება.
გარდა ამისა, ჯერ არც ის არის დადგენილი, თუ რატომ ხდება ნერვოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში. შესაძლებელია, ეს გენეტიკის ბრალი იყო ან იქნებ მუდმივი სტრესი და ნერვიულობა ამცირებდეს ნეირონების რაოდენობას. როგორც კი ამ მიზეზის დადგენა მოხდება, გაადვილდება სუიციდის გრძნობით შეპყრობილი ადამიანების მკურნალობა. ჯერ-ჯერობით კი, ვიდრე კვლევები მიმდინარეობს, უნდა მოხდეს სუიციდისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანების (მათი ამოცნობა რთული არ არის. ისინი გამუდმებით თავის მოკვლაზე და სიკვდილზე საუბრობენ) თავის ტვინის სკანირება და მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა, ტვინის მდგომარეობის შესაბამისად.

imageimageimageიმ შემთხვევაში, თუ ნეირონების ნაკლებობასა და სუიციდს შორის კავშირი დადასტურდა, მაშინ გამოვა, რომ თვითმკვლელობა ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კი არა, ორგანულ დაავადებას უკავშირდება. კერძოდ, თავის ტვინში ნაცრისფერი ნივთიერების ნაკლებობას, რომელიც თეთრ ნივთიერებას შეიცავს, ხოლო ეს უკანასკნელი, ნეირონებს – თავის ტვინში ინფორმაციის დამუშავებისა და გადაცემის სისტემას.

0
1305
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0