სხვა ბრიტანეთში ფეკალიების მუზეუმი გაიხსნა 2016, 6 აპრილი, 19:01 ბრიტანეთის გაიხსნა იმის მუზეუმი, რომელსაც ყოველდღიურად ემშვიდობება ყოველი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე.კუნძულ უაიტის ზოოპარკში გაიხსნა ექსკრემენტების მუზეუმი.
ქაქის ნაციონალურ მუზეუმში მოხვდნენ სხვადასხვა სახის "ექსპონატები".მუზეუმის დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს ლოსის, ლომის და სხვა ცხოველების განავალი, აგრეთვე ის, რითაც "გაახარა" მშობლები ჩვილმა ბავშვმა. გასაგებია, რომ მსგავსი მუზეუმის შექმნის იდეა უაღრესად "შემოქმედებით" ადამიანებს მოუვიდათ თავში.უფრო კონკრეტულად, ესაა მხატვართა გაერთიანება "Eccleston George". "განავალი, რომელიც ჩვენს გარშემოა და ჩვენს ორგანიზმშია, საერთოდ არ იმსახურებს იგნორირებას"-ამბობს გამოფენის ერთ-ერთი კურატორი დენიელ რობერტსი. 20 ცალ გამჭვირვალე განათებულ სფეროში თავს იწონებს სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის ფეკალიები, უფრო დაწვრილებით მათი ნახვა შესაძლებელია თუ კედელზე მიმაგრებულ უნიტაზებს თავსახუფს ახდით. რა თქმა უნდა ექსპოზიციებშია 140 მილიონი წლის წინათ გადაშენებული დინოზავრების გაქვავებული ექკრემენტებიც. გამოფენის კიდევ ერთი კურატორი ნაიჯელ ჯორჯი ამტკიცებს, რომ ეს თემა არავის სტოვებს გულგრილს, განსაკუთრებით კი უხარიათ ბავშვებს. მუზეუმის ექსპონატებს რომ სასაქონლო შესახედაობა ჰქონდეთ სპეციალურ საშრობებს იყენებენ.მწერების ნარჩენების გაშრობას ერთ საათზე მეტი არ სჭირდება, მაგრამ ლომის ფეკალიების გაშრობობას მთელი კვირა მოუნდნენ. შემოდგომაზე ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ ტურნე მთელს ბრიტანეთში. 101 7-ს მოსწონს 1-ს არა
|