საზოგადოება ცოტა რამ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე მზეო სამუკაშვილის შესახებ 2016, 6 აპრილი, 1:23 „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვსე სეზონი დაიწყო და მონაწილეების ვინაობაც მაყურებლებისთვის უკვე ცნობილია. თუმცა, მათ შორის საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი სახეებიც არიან. ერთ-ერთი კი ტანმოვარჯიშე მზეო სამუკაშვილია, რომლის მეწყვილეც ლევან ახვლედიანია. მზეო ტანვარჯიშით 8 წლიდან არის დაკავებული. 17 წლამდე რუსეთში ვარჯიშობდა და მოღვაწეობდა, თუმცა მას საერთაშორისო შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბევრ წარმატებასაც მიაღწია. 26 წლის ტანმოვარჯიშე დღემდე ტელეეკრანებზე არაერთხელ გამოჩენილა და არაერთი წარმატებისთვისაც მიუღწევია. 2011 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზეც წარადგინა. რამდენჯერმე იყო სხვადასხვა შეჯიბრებების ფინალისტი და პრიზიორი. ასევე, ახალგაზრდა სპორტსმენი, რომლის სიმაღლეც 182 სანტიმეტრია, აქტიურად იღებდა მონაწილეობას სილამაზის კონკურსებში. კერძოდ, 2011 წელს, მან მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში „მის საქართველო“ და ბათუმში, ფინალურ შოუზეც წარსდგა მაყურებლის წინაშე. უფრო ადრე კი, 2009 წელს, „მის სპორტი საქართველო“, ხოლო 2010 წელს - „მის სამედიცინო“ გახდა. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, მზეო სამუკაშვილთან ერთად „მის სპორტი საქართველო 2009“-ის მონაწილე იყო საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, რომელიც აღნიშნულ კონკურსზე „მის სიმპათია“ გახდა. 486 7-ს მოსწონს
|