x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135789
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510192
ლეგენდა ჩანგზე

imageსვანების რწმენით, ნადირსა და მონადირეებს ქალღმერთი დალი მფარველობდა. ქალღმერთს უყვარდა მამაცი მონადირეები, მაგრამ თავისი საყვარელი ცხოველის მოკვლას არავის პატიობდა. ერთხელ, გულადი მონადირე ნადირობამ გაიტაცა და დალის რჩეული თეთრი ჯიხვის მოკვლა განიზრახა.ის-ის იყო მშვილდისარი მოზიდა, რომ დალის რისხვამ უწია, ხელი გაუშეშდა და მკლავზე ძარღვები აეყარა. მას შემდეგ მონადირე ძარღვებს სიმებად მომართავდა, სოფელ-სოფელ დადიოდა და თავის თავგადასავალს სევდიან ჰანგებზე ამღერებდა. ასე გაჩენილა სვანური ჩანგი ლეგენდის მიხედვით.

1
237
3-ს მოსწონს
ავტორი:დავრაშ
დავრაშ
237
  
2017, 12 ოქტომბერი, 18:53
თუ შეიძლება, წყარო მიგვითითეთ. სადაა ეს ლეგენდა გამოქვეყნებული? მადლობა
0 1 1