სხვა ქუჩის მომღერლები 2016, 3 აპრილი, 13:36 მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად.
წარმოდგენილ სტატიაში კი შემოგთავაზებთ მუსიკის სამივე სახეს, რომლებიც ქუჩაში სრულდება. ალბათ, დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებით ძნელია ემოციის გარეშე უსმინო მიუსაფარი ადამიანის მიერ შესრულებულ სიმღერას. იგი ყველაზე მეტადაა გაჯერებული ემოციით და თითოეული ბგერა გულიდან მოდის... მაშ ასე: 42 9-ს მოსწონს
|