სხვა საუკეთესო რეპუტაციით კანადა კვლავ პირველ ადგილზეა 2015, 16 ივლისი, 0:53 2010 წლიდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში ტარდება გამოკითხვა ტურისტებს შორის, თუ ვის გადაეცეს ტიტული "საუკეთესო ქვეყნის რეპუტაცია". მასში როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნები მონაწილეობს. გამოკიტხვა სამ ნაწილად იყოფა ფა მასში ერთიანდება შემდეგი საკითხები: მთავრობის ეფექტური მუშაობა, გარემოს დაცვა და ეკონომიკის გაძლიერება.
რაც შეეხება კანადას, კანადელებისთვის პირველი ადგილი სიურპრიზი არ იყო, რადგან მათ პირველი ადგილი ღირსეულად, მესამედ დაიკავეს. ორჯერ კი მეორე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ქვეყნებს. შემოგთავაზებთ რამდენიმე ჩვენთვის კარგად ნაცნობ ქვეყანას. მჯერა შედეგი გაგაოცებთ: ლათინო ამერიკის ქვეყნები ყოველ წლიურად აუმჯობესებენ შედეგებს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყოდი ბრაზილიაზე; ბრაზილია ყოველწლიურად უფრო და უფრო დაბალ საფეხურებზე ინაცვლებს. იაპონია, ქვეყანა სადაც დრო ფულია, სადაც ადამიანები ფუტკრებივით შრომობენ მხოლოდ მე-16 ადგილზე გავიდა. კიდევ ერთი აზიის კონტინენტზე არსებული ქვეყანა, რომელიც ყველასთვის ცნობილია და მსოფლიო პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში უდიდესი ადგილი უჭირავს ჩინეთია, რომელმაც სულ რაღაც 47-ე ადგილი დაიკავა გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩვენი მეზობლის, აგრესორის რეგრესი. უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ რუსეთს თითქმის უკანასკნელი 53-ე ადგილი არგუნა. ბოლო ადგილი, ე.ი 55-ე ადგილი კი დაიკავა ირანმა. 205 9-ს მოსწონს
|