სხვა სიახლე გარყვნილ ევროპაში 2016, 8 თებერვალი, 10:54 საფრანგეთში მოღვაწე, ყოფილი საქართველოს სამხელმწიფო თანამდებობის პირი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი საკუთარ "facebook"-ის გვერდზე აქვეყნებს სტატუსს შემდეგი სათაურით:"სიახლე გარყვნილ ევროპაში".
აი რას წერს ბატონი ნუგზარი: "საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კანონმდებლობით სუპერმარკეტებს საკვების გადაყრა აუკრძალეს. 5 თებერვლიდან მსხვილი მაღაზიები ვალდებულნი გახდნენ, საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ პროდუქტები, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა ეწურებათ. სენატის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ითვალისწინებს იმ სუპერმარკეტების დაჯარიმებას, რომლებიც საკვებს გაანადგურებენ. აღნიშნული კანონის მიღებამდე სავაჭრო ობიექტები არა მხოლოდ ყრიდნენ პროდუქტებს, არამედ განზრახ ხდიდნენ მას გამოუსადეგარს უსახლკარო ადამიანებისთვის. ერთ-ერთი ფრანგი პარლამენტარის განცხადებით, საკვების მიღებას ყოველდღიურად 10 მილიონი ადამიანი შეძლებს. საკვების გარდა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაეცემათ საქოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების ნივთები, რომელიც გაჭირვებულ მოსახლეობას უფასოდ დაურიგდება." პ.ს. აი რაში უნდა ვბაძავდეთ ქართველები ევროპელებს! 853 13-ს მოსწონს
|