x
image
მანჩო 777
50/50 - ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ერთი ფოტოსურათის ორი ნაწილია
ხანდახან ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ კადრში ხვდება ორი, ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებული ობიექტი, რომლებიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთს არასოდეს არ უნდა შეხვედროდნენ, ეს კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფოტოსურათი ორადაა გაყოფილი, ანუ 50/50. ისეც ხდება, რომ ფოტოგრაფიის ოსტატები სპეციალურად ახდენენ რაკურსის ასეთ კვეთას, რათა გვიჩვენონ, თუ როგორ კვეთავს ჩვენს სამყაროს მეორე, სრულიად განსხვავებული სამყარო, რომლის არსებობას, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ.


ამ სურათს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ''ორი სამყაროს გადაკვეთა''


image



შტორმი, რომელიც ვაშინტონის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს დაატყდა თავს


image



ორი კულტურის შეხვედრა

image

გამოიყურება, როგორც საზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის (სინამდვილეში შავი გედი საკმაოდ იშვიათი ჯიშის სრულიად უწყინარი ფრინველია)


image



ბუნების ორი სამეფოს საზღვარი


image


ქვეყნის კიდე - დანიის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი, სადაც ერთმანეთს ხვდება ორი ზღვა-ბალტიის და ჩრდილოეთის. ამ ზღვების წყლები ერთმანეთს არ ერევა, რადგან მათ სხვადასხვა სიბლანტე აქვთ


image


მოსკოვური კონტრასტი


image


ცივილიზაციის პირმშო-რეკლამა საკმაოდ არაბუნებრივად გამოიყურება ამ ქოხების ფონზე

imageსაზღვარი მექსიკის ორი კვარტალს - მდიდრების და ღარიბების რაიონებს შორის


image


გაზაფხული მოვიდა, მაგრამ ზამთარი ჯერ პოზიციებს არ თმობს


image


ფარდობითობის თეორია მოქმედებაში


image


ნიუ-იორკი...ის საოცრად მრავალფეროვანია. სურათზე ჩანს ქალაქის ცენტრალურ პარკსა და ცათამბჯენებს შორის საზღვარი


image


როცა ერთ სახლს ორი პატრონი ჰყავს


image


და ორივეს განსხვავებული გემოვნება აქვს


image


ორი სტიქიის - ცეცხლის და წყლის შეხვედრა: ვულკანის ამოფრქვევა ჰავაიზე


image



ორი ქალი, ორი სხვადასხვა სამყარო, ორი განსხვავებული ცხოვრების სტილი


image


საზღვარი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის


image

ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა (უცებ ქობულეთის პლაჟი წარმომიდგა

თვალწინ სიმინდის დამტარებლებით)


image


პრინცი და ღატაკი


image


ორი სოციალური ფენა


image


და ბოლოს, ეს ნახატი რომ არ გამეხსენებინა, არ შემეძლო - სიკეთისა და ბოროტების შეხვედრა ტივადარ ჩონტვარის ტილოზე "ბებერი მეთევზე"



image

2
2813
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2813
  
2016, 5 აპრილი, 14:29
ძაან კარგი იყო !!!
2016, 1 აპრილი, 13:22
კარგი სურათები და მაგარი კომენტარები!!! მომეწონა!
0 1 2