x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138533
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
შემთხვევით აღმოჩენილი 8 გამოგონება!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 8 საინტერესო გამოგონებას, რომლებიც შემთხვევით

იქნა აღმოჩენილი...


1. პენიცილინი


image


სერ ალექსანდერ ფლემინგი ბაქტერიების წარმოშობაზე მუშაობდა. ის აკვირდებოდა, თუ როგორ იქმნებოდა ვირუსული ბაქტერიები, შემთხვევით მან შეამჩნია ობი. ეს "ობი" ანადგურებდა გარშემო მყოფ ბაქტერიებს. პროფესორი ამ მოვლენით ძალიან დაინტერესდა და საბოლოოდ გამოიგონა უძლიერესი ანტიბიოტიკი პენიცილინი.

2. პოპკორნი

image

ჯონ და უილ კელოგები სიმინდისგან გრანოლას შექმნას ცდილობდნენ, მოულოდნელად

სიმინდისგან პოპკორნი მიიღეს, როდესაც მას გემო გაუსინჯეს, მიხვდნენ რომ საოცარ

აღმოჩენას მოაწერეს ხელი. 1898 წლიდან პოპკორნი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კინოთეატრებში.

3. შენიშვნის ქაღალდი

image

3M-ის კომპანიის წარმოადგენლებს სურდათ, შეექმნათ წებოვანი ქაღალდი, ან კიდევ

უბრალოდ ისეთი წებო, რომელიც არც ისე ძლიერი იქნებოდა. ამ სამუშაოების მსვლელობისას, მოულოდნელად მათ შექმნეს შენიშვნის ქაღალდი, რომელიც განსაკუთრებით XXI საუკუნის დასაწყისში ძალიან მოთხოვნადი იყო.

4. სახარინი

image

მკვლევარი კონსტანტინ ფალბერგი 1879 წელს მუშაობდა ნახშირის კუპრზე. სახლში დაბრუნებისას, მოშიებულს, მეუღლის გამომცხვარი ბისკვიტები გაახსენდა.

როდესაც დაიწყო ბისკვიტების ჭამა, შედარებით გემრიელი მოეჩვენა, ვიდრე წინათ. ბევრი ფიქრის შემდეგ, კონსტანტინი მიხვდა, რომ ეს იყო ქიმიური ნივთიერებები, მას გაახსენდა ბისკვიტები, რომლებიც ჭუჭყიანი ხელებით მიირთვა. აქედან გამომდინარე გამოგონილ იქნა სახარინი.

5. მიკროტალღური ღუმელი

image

ერთ-ერთ კომპანიამ გამოიგონა მიკროტალღური ღუმელი შემთხვევით, მას შემდეგ, რაც

ელექტროენერგიის დაზოგვაზე მუშაობდნენ. მოულოდნელი გამოგონებით კომპანიის

მუშა დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მილიონერი გახლავთ.

6. "პლასტელინი"

image


ჯეიმს ვრაითი მუშაობდა კომპანია General Electric-ში. მას ევალებოდა თვითმფრინავის

ბორბლების დამზადება და სხვა მსგავს სამსახურის შესრულება. კომპანიისთვის საჭირო

საბურავების შემქნა მან რეზინის მაგივრად, სილიკონით დაიწყო, რის შედეგადაც

აღმოაჩინა პლასტელინი, რომელიც სკოლის მოსწავლე ბავშვების განუყრელ მეგობრად

იქცა.




7. ჩიფსი


image


ერთ-ერთ სასადილოში, მზარეულის მიერ მომზადებული შემწვარი კარტოფილი სასადილოს კლიენტს არ მოეწონა და ახალი მოსთხოვა. სტუმარს პრობლემა ჰქონდა კარტოფილის სისქეში, ამიტომ მიმტანს სთხოვა, რომ უფრო წვრილად მოემზადებინათ. ამ სიტუაციაზე გაღიზიანებულ მზარეულმა კარტოფილი ძალიან წვრილად დაჭრა და სანამ გაახმო მანამდე შეწვა. მიმტანის ხელმეორედ მირთმეული "შემწვარი კარტოფილი" კლიენტს ძალიან მოეწონა, ამის შემდეგ გავრცელდა კარტოფილის ჩიფსი.

8. კოკა-კოლა

image

ჯონ პემბერტონი მუშაობდა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში. მან ალკოჰოლურ სასმლეში

გაურია კოკას ექსტრაქტი, მთავარ გეგმას წარმოადგენდა ანტიბიოტიკის შექმნა. ჯონს

ამ სფეროში ნაწილობრივ გაუმართლა, თუმცა 1885 წელს ატლანტაში აიკრძალა

ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა. გამომგონებელმა კოკას ექსტრაქტი ჩაყარა გაზიან

წყალში და აურია სოდა. აქედან გამომდინარე შეიქმნა კოკა-კოლა, რომელზეც დღეს

არავინ იძახის უარს.









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
403
16-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0