მითებში და ლეგენდებში ხშირად არის მოთხრობილი ჰიბრიდულ არსებებზე. ხოლო, თანამედროვე მსოფლიოში, ფოტოშოპის ოსტატები ყველანაირად ცდილობენ საზოგადოეის გაკვირვებას თავიაანთ მიერ შექმნილი უჩვეულო ცხოველებით. მაგრამ ამ სტატიაში არ არის საუბარი ფოტოშოპით შექმნილ ცხოველებზე. ყველა სურათი ნამდვილია და მათზე ასახული ცხოველები რეალურად არსებობენ!
1. ლიგრი (ინგ. liger – ხვადიი ლომი + ძუ ვეფხვი)
კატისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენლები მხოლოდ ზოოპარკებში და ადამიანების კონტროლირებად ნაკრძალებში ბინადრობენ, რადგან ხელოვნურად არიან გამოყვანილები. ისინი ძალიან სწრაფად იზრდებიან და ყველაზე დიდი კატები არიან მსოფლიოში. ლიგრები ბევრად აღემატებიან თავიაანთი მშობლების ზომებს (ლომის წონა – 150-130 კგ; ვეფხვის წონა – 170 - 310 კგ). კონკრეტულად ამ ფოტოსურათზე ასახული ლიგრი, სახელად ჰერკულესი – 410 კგ-ს იწონის.
2. ტიგლონი (ინგ. tiglon – ხვადიი ვეფხვი + ძუ ლომი)
საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ ლიგრს და ტიგლონს შეუძლიათ დაწყვილება და შთამომავლობის მოცემა, რაც ზოგადად, ჰიბრიდებისთვის დამახასიათებელი არ არის.
3. ზებრისა და ვირის ჰიბრიდი
ზებროიდის ერთ-ერთი სახეობა.
4. იაგლონი (ინგ. Jaglion ან jaguon – ხვადი იაგუარი + ძუ ლომი)
იშვიათი კომბინაციაა. ეს ჯაზარის და ცუნამის ფოტოებია, რომლებიც ონტარიოში, Bear Creek Wildlife Sanctuary-ს ნაკრძალში დაიბადნენ.
5. თხის და ცხვრის ჰიბრიდი
კიდევ ერთი იშვიათი ცხოველი, რადგან, როგორც წესი, თხის და ცხვრის შთამომავლები, ხშირ შემთხვევაში, მკვდრადშობილები არიან.
6. პოლარული დათვის და მურა დათვის ჰიბრიდი
ასეთი დათვები, ძირითადად ზოოპარკებში ცხოვრობენ, თუმცა რამდენიმე, ველურ ბუნებაშიც იყო შემჩნეული.
7. კოიოტის და მგლის ჰიბრიდი
ამ ცხოველებსაც შეუძლიათ დაწყვილება და გამრავლება.
8. ზებროიდი ( ზებრის და პონის, ცხენის ან ვირის ჰიბრიდი)
დარვინი იყო პირველი, ვინც ამ ცხოველის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას. მან აღნიშნა, რომ ეს ძალიან ჯიუტი ცხოველია და მისი მიჩვევა და გაწვრთნა ძალიან რთული არის, ის ბევრად უფრო აგრესიულია, ვიდრე ცხენი.
9. სავანა (სახლის კატის და სერვალის ჰიბრიდი)
ეს ყველაზე ძვირადღირებული კატაა დედამიწაზე არსებულ კატის ჯიშებს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ჯიშის გამოყვანა გასული საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში დაიწყეს, ხოლო პირველი ორი კნუტი 1986 წელს გაჩნდა.
სავანას წონა, შეიძლება, 15 კგ-ს აღწევდეს, ხოლო სიმაღლე – 60 სმ-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე დიდი ჯიშის კატა არის, სახლის კატებს შორის.
ამბობენ, რომ ეს კატები, ძალიან ჰგვანან ძაღლებს. უყვართ თამაში, არ ეშინიათ წყლის და კუდსაც კი აქიცინებენ.
10. ვეშაპდელფინი (ხვადი ზოლიანი ვეშაპი + ძუ დელფინი)
ძალიან იშვიათი ცხოველია. ეკუთვნის დელფინების ოჯახს, ბინადრობს მხოლოდ დელფინარიუმებში.
11. ბიფალო (ძროხის და ბიზონის ჰიბრიდი)
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ეს ჰიბრიდი, XIX საუკუნის დასაწყისიდან არის ცნობილი. ის უფრო ნაკლებ ზიანს აყენებენ ეკოლოგიას, ვიდრე მათი უახლოესი ნათესავები.
12. ცხენვირი (ხვადი ცხენი + ძუ ვირი)
ეს ცხოველი უფრო პატარა ზომის არის ვიდრე ჯორი და უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე ეს უკანასკნელი.
13. ნარლუგა (მარტოკბილა + სვია)
იშვიათ ჰიბრიდთა რიცხვს ეკუთვნის, თუმცა, ამ ბოლო დროს, ჩრდ. ატლანტიკაში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
14. კამა (აქლემი + ლამა)
ის, 1998 წელს, დუბაის ხელოვნური რეპროდუქციის ცენტრში გამოიყვანეს, ხელოვნური განაყოფიერების გზით. ბეწვის გამო შეიქმნა, თუმცა მისი გამოყენება საპალნედაც შეიძლება.
15. ძო (ძროხა + იაკი)
ამ ცხოველებს ძალიან აფასებენ ტიბეტში და მონღოლეთში, დიდი რაოდენობით ხორცისა და რძის გამო, რომელსაც ისინი იძლევიან. ცხოველიბი უფრო დიდი ზომისები და ძლიერები არიან, ვიდრე ძროხა და იაკი ცალ-ცალკე. თუმცა ითვლება, რომ ახლა, იმ რეგიონებში, სადაც აღნიშნული ცხოველები ბინადრობენ, გენეტიკურად სუფთა სისხლის ძროხის და იაკის მოძებნა უკვე ძნელია.
16. ლეოპონი (ხვადი ლეოპარდი + ძუ ლომი)
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ცხოველი, ჰიბრიდულ ცხოველებს შორის.
17. ჯორი (ხვადი ვირი + ძუ ცხენი)
ჯორი ცხენისა და ვირის შეჯვარების შედეგად მიიღება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ძუ ცხენის და ხვადი ვირის დაწყვილებით, უფრო ძლიერი შთამომავლობა იბადება, ვიდრე მაშინ, როდესაც ხვადი ცხენია. ამ უკანასკნელი კომბინაციის დროს, მიღებული ცხოველი (ცხენვირი) ძნელი მოსავლელია, საკვებსაც შერჩევით ჭამს და უფრო მალეც კვდება. რაც შეეხება ჯორს, ის 4 წლის ასაკიდან სრული დატვირტვით მუშაობს: აზიაში, აფრიკაში, სამხ. ევროპაში და სამხ. ამერიკაში მას დღემდე აბავენ ოთხთვალაში და მცირე ზომის ფერმერულ მეურნეობებში იყენებენ.
18. ბიზრონი (ძროხა + დომბა (ლათ. Bison bonasus))
ეს ცხოველები ძალიან ძლიერები და გამძლეები არიან, ავად თითქმის არასდროს ხდებიან. ერთი პერიოდი, მათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ალტერნატივადაც განიხილავდნენ. ამჟამად, მათი მხოლოდ მცირე ჯოგი ბინადრობს, ბელოვეჟის ეროვნულ პარკში (პოლონეთი).