საბუნებისმეტყველო მეცნიერების დასკვა: დედამიწა გადაშენების ახალ ფაზაში შევიდა 2016, 30 მარტი, 10:48 ბუნება გადაშენების ახალ ფაზაში შევიდა, ხოლო მათ შორის ადამიანი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იქნება.ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ს სამი წამყვანი უნივერსიტეტის: სტენფორდის, პრინსტონის და ბერკლის სწავლულები. მენიერებმა დაადგინეს, რომ ხერხემლიანები 114-ჯერ უფრო ჩქარი ტემპით ქრებიან, ვიდრე ჩვეულებრივ ნორმალურ პირობებში.ექსპერტების დასკვნა:ჩვენ შევდივართ დიდი გადაშენების მეექვსე ეპოქაში. ბოლოს ეს 65 მილიონი წლის წინათ მოხდა.მაშინ, როგორც ახლა მეცნიერები ირწმუნებიან დედამიწასთან მსხვილი მეტეორის შეჯახების შედეგად დინოზავრები გადაშენდნენ. ადამიანები გადაშენების პირას დგანან
"თუ გადაშენების პროცესი შეჩერებული არ იქნება, სოცოცხლის აღდგენას იგივე მოცულობით მილიონობით წლები დასჭირდება, ერთ-ერთი პირველი მათ შორის სავარაუდოდ ადამიანი იქნება"-ამტკიცებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯერარდო ცებალოსი.
კვლევის დროს მეცნიერებმა ხერხემლიანების გადაშენების ისტორიული ტემპის შედარება გააკეთეს.შედეგად დაასკვნეს, რომ ამჟამინდელი კვდომის ტემპი 100-ჯერ აღემატება იმ პერიოდს, როდესაც დედამიწა არ იმყოფებოდა მასობრივი განადგურების ფაზაში.
მარტო 1900 წლიდან დღემდე გადაშენდა ხერხემლიანთა 450 სახეობა, როდესაც ჩვეულებრივ მსგავსი დანაკარგის რაოდენობა 10 000 წელიწადით განისაზღვრება.
საყოველთაო გადაშენების ძირითად მიზეზად მკვლევარები კლიმატურ ცვლილებებს, გარემოს დაბინძურებას და ტყეების გაჩეხვას ასახელებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ დომინოს ეფექტი გაანადგურებს ეკოსისტემების, მეცნიერთა პროგნოზით, ისეთი მოვლენა, როგორიცაა, ფუტკრებისგან ყვავილების დამტვერვა დაახლოებით 100 წლის შემდეგ გაქრება.
ტოტი, რომელზეც ვსხედვართ
"მთელს მსოფლიოში უამრავი მაგალითია იმისა, რომ მრავალი სახეობა გადაშენების პირასაა.ჩვენ ვსხედვართ ტოტზე, რომელსაც ჩვენი ხელით ვჭრით"-აცხადებს სტენდფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ერლიხი.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის(IUCN) მონაცემებით ყოველწლიურად გადაშენების საფრთხის წინაშე დგება 50-მდე ცხოველის სახეობა, მათ შორის 41% ამფიბიებია, ხოლო 25% ძუძუმწოვარები.
ყველაზე ნათელი მაგალითი, რომელსაც IUCN-ი გვაწვდის არის ლამური, რომლებსაც უახლოეს წლებში სრული გადაშენება ელოდებათ.94% ლამურებისა გადაშენების პირასაა.
გაფრთხილება, რომ დედამიწა მასიური გადაშენების მე-6 ფაზაში იმყოფება, ჯერ კიდევ გასულ წელს ბიოლოგმა სტიუარტ პინმა განაცხადა ამის შესახებ, თუმცა დიუკას უნივერსიტეტის პროფესორი ამტკიცებდა, რომ კვდომის ტემპი 1000-ჯერაა გაზრდილი.
მეცნიერების ახლანდელი დასკვნა უფრო მოკრძალებულია, თუმცა მაინც შთმაბეჭდავი და შემაშფოთებელი.დედამიწის გადაშენების ტემპი 114-ჯერაა გაზრდილი. 853 5-ს მოსწონს 1-ს არა
|