სხვა იგავი პრობლემებზე 2016, 5 აპრილი, 9:00 ერთხელ კაცმა ერთ სახლის წინ ჩაიარა და დაინახა, რომ მის ვერანდაზე, ქალი იჯდა საქანაო სავარძელში. გვერდით ისეთივე სავარძელი იდგა, რომელშიც მოხუცი კაცი იჯდა და გაზეთს კითხულობდა, ხოლო მათ შორის, ძაღლი იწვა და ისე წკმუტუნებდა, თითქოს რაღაცა ძალიან აწუხებდა. ძაღლის ასეთმა მდგომარეობამ დააფიქრა კაცი. მეორე დღეს, მან ისევ გაიარა ამ სახლთან და ისევ დაინახა მოხუცები საქანაო სავარძლებში და ძაღლი მათ შორის, რომელიც ისევ წკმუტუნებდა. გაოგნებულმა კაცმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ თუ მომდევნო დღეს იგივე სურათი დახვდება, ის აუცილებლად მივიდოდა მოხუცებთან და ჰკითხავს ძაღლის წკმუტუნის მიზეზს. მესამე დღეს, ის იგივე სცენის მოწმე გახდა: მოხუცი ქალი სავარძელში ქანაობდა, მოხუცი კაცი გაზეთს კითხულობდა, ხოლო ძაღლი წკმუტუნებდა. მას ამის ატანა აღარ შეეძლო და მათთან მივიდა. – მაპატიეთ, მემ, – მიმართა მან მოხუც ქალს, – თქვენ ძაღლს რა დაემართა? – მაას? – კითხვითვე უპასუხა ქალმა. – ის ლურსმანზე წევს. ეს ადგილი აქვს ამოჩემებული.
556 12-ს მოსწონს 1-ს არა
|