სხვა რუსმა მილიარდერმა შვილის ქორწილში მიწვეულ ელტონ ჯონს 7 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ჯენიფერ ლოპესს კი 5 მილიონი ( + ვიდეო ) 2016, 28 მარტი, 2:31
"როსნეფტის" მფლობელმა მიხეილ გუცერიევმა შვილის ქორწილში მიწვეულ ელტონ ჯონს 7 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ჯენიფერ ლოპესს კი 5 მილიონი" - წერს რუსული წყარო.
მოსკოვში, მილიარდერის მიხეილ გუცერიევის ვაჟის - საიდის ქორწილში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო.მოსკოვს სპეციალურად ეწვივნენ მსოფლიო ვარსკვლავები - ელტონ ჯონი, ჯენიფერ ლოპესი, სტინგი, პარტრისია კასი, ბიონსე, ენრიკე იგლესიასი. გუცერიევი «Русснефть»-ის მფლობელია და მისი ოჯახი რუსეთში უმდიდრესია. რუსული მედიის ცნობით, საიდისათვის ოჯახი შესაფერის მეუღლეს 4 წლის განმავლობაში ეძებდა და საბოლოოდ, არჩევანი ასევე, ინგუშ გოგონაზე - ხადიჟაზე შეაჩერეს. ულამაზეს ხადიჯას Ellie Saab-ის ძვირადღირებული კაბა ეცვა, რომელიც საგანგებოდ მისთვის შეკერეს საფრანგეთში და რომლის წონაც 25 კილოგრამს შეადგენდა - წერს წყარო.სულ, ქორწილში 600 სტუმარი იმყოფებოდა, რომელთა წინაშეც ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ და ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც წარდგნენ. სტუმრები ქართული ნაციონალური ცეკვითაც დატკბნენ, გუცარიევმა შვილის ქორწილში ქართული ცეკვის პროფეციონალი მოცეკვავეებიც მიიწვია. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომლის ავტორიც წერს, რომ მასზე სწორედ „სუხიშვილების“ ცეკვაა დაფიქსირებული. .გრანდიოზული ქორწილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გუცერიევი, რომელიც "როსნეფტის", "ბირბანკის" და რამდენიმე მსხვილი უძრავი ქონების კომპანიის მფლობელია, 2015 წლის Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, რუს მილიარდერებს შორის 38-ე ადგილს იკავებს 2, 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით. გრანდიოზული ქორწილის 600 სტუმარს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს. მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე ალა პუგაჩოვაც გამოვიდა. გუცერიევს შვილის ქორწილისთვის ფული ნამდვილად არ დაუნანია ჯენიფერ ლოპესის ვიზიტი მილიარდერს - 5 მილიონი ევრო, ელტონ ჯონის სიმღერებით ტკბობა კი - 7 მილიონი ევრო დაუჯდა. . 606 6-ს მოსწონს
|