x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქერები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე მუქთმიანები

ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააქარწყლეს სტერეოტიპი «ქერების სულელობის» შესახებ და ის მითად გამოაცხადეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკელი ქერათმიანების IQ უფრო მაღალია, ვიდრე მუქთმიანების ან წითურების (შედეგები ჟურნალ Economics Bulletin-ში გამოაქვეყნეს).


image
პროექტის ხელმძღვანელმა — ჯეი ზაგორსკიმ (Jay Zagorsky) — ექსპერიმენტში მონაწილე, 11 ათასი ახალგაზრდა ამერიკელის მონაცემი დაამუშავა და ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ქერების IQ-ს საშუალო მაჩვენებელი 3; 2 და 1 პუნქტით აჭარბებს, სხვა ფერის თმის მქონე ადამიანების ინტელექტის დონეს. მონაცემები კი ასე განაწილდა:

ქერები — 103, 2

ყავისფერთმიანები — 102, 7

წითურები — 101, 2

შავგვრემნები — 100, 5.
«სტერეოტიპები უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანზე, სამუშაოზე მოწყობის დროს და უამრავ პრობლემას უჩენს სხვა სოციალურ სიტუაციებში. ჩემმა კვლევამ არაორაზროვნად აჩვენა, რომ არანაირი დისკრიმინაცია, ინტელექტის დონის გამო არ უნდა არსებობდეს. მე იმის მტკიცებას არ დავიწყებ, თითქმის, ქერები ყველაზე ჭკვიანები არიან, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ მათ სხვებზე ნაკლები ინტელექტი არა აქვთ», — კომენტირება გაუკეთა მიღებულ შედეგებს ზაგორსკიმ.

იგივე შეეხება ქერა მამაკაცებს — მათი ინტელექტის დონე, არაფრით განსხვავდება, სხვა ფერით თმის მქონე მამაკაცების ინტელექტისგან.

0
86
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0