შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ბატონი მეჭიაურის აზრს ვეთანხმები, ჩინოვნიკები რომლებსაც შანტაჟით ემუქრებიან უნდა გადადგნენ.
თამაზ მეჭიაურის თქმით, "თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ".
პირადად სულ არ მაინტერესებს ვინ ვისთან მეგობრობს ან ვის ვისთან აქვს ინტიმური კავშირი, მეტსაც გეტყვით რამდენი ფოტო ან ვიდეომასალაც არ უნდა დაიდოს პირადად არცერთს არ ვნახავ შეგნებულად, ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, რადგან ვთვლი ამის გამკეთებელი (გადამღებიც და გამავრცელებელიც) გარეწარია.
მაგრამ აქ წამოიჭრება ავტომატურად მეორე საკითხი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. სახელმწიფო მოხელე რომელზეც არსებობს მაკომპრემენტირებელი მასალა, იოლი გადასაბირებელია უცხო ქვეყნების მათ შორის მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის.
მოგეხსენებათ სპეცსამსახურებში უნიჭო და შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები არ მუშაობენ, შესაბამისად ჭკვიანი და მოხერხებული მზვერავი რომელსაც ხელი მიუწვდება ჩინოვნიკის მაკომპრომეტირებელ მასალაზე, იოლად მოახერხებს მასალის გავრცელების მუქარით ამ ჩინოვნიკის გადაბირებას. განსაკუთრებით საშიში ხდება ეს გადაბირება თუ ჩინოვნიკს ხელი მიუწვდება ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებზე.
მსგავსი სახის გადაბირების უამრავი ფაქტია მაღალი განვითარების მქონე ქვეყნებშიც, რუსეთში გაქცეული ამერიკელი ჩინოვნიკით დაწყებული და ებრაული დაზვერვის მიერ გადაბირებული ირანელი ჩინოვნიკით დამთავრებული.
მე არ მაინტერესებს ბატონი მეჭიაურის პოლიტიკური პლატფორმა, მე არ მაინტერესებს თუ რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ის, მაგრამ მაინტერესებს ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ამიტომაც ვამბობ: ბატონი მეჭიაურის განცხადება, "თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომეტირებელი მასალები არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ" სწორი მიდგომაა პრობლემისადმი.