x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს რაჭის კურორტზე მომხდარ ტრაგედიას, თქვენ რატომ არ შეიძინეთ სამაშველო ვერტმფრენი?

image
სამწუხაროდ, საშინელი ტრაგედია მოხდა რაჭაში ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტ შოვზე, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა მთიდან ჩამოწოლისი უზარმაზარი მიწის და ლაფის მასა ჩამოიყოლა ხეებთან ერთად, რომელმაც თავის გზაზე პრაქტიკულად ყველაფერი გაანადგურა.
გაანადგურა დასასვენებელი კოტეჯები, უზარმაზარმა ტალახის და ხეების მასამ რკინის კონსტრუქციის დიდი ხიდიც თან წაიღო.
სამწუხაროდ არის მსხვერპლი, ოფიციალურად დასახელებულია 11 დაღუპული ადამიანი, 31 ადამიანი ითვლება დაკარგულად.

ოპოზიცია, როგორც ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას აბრალებს მომხდარ ტრაგედიას. არ არსებობს ამგვარი კატასტროფის წინასწარი განსაზღვრა, როგორი მონიტორინგიც არ უნდა ჩატარდეს.
ასევე ოპოზიცია სხვისი უბედურების ხარჯზე ცდილობს "ქულები დაიწეროს" და აპელირებენ სამაშველო დანიშნულების ვერტმფრენების არარსებობაზე.
თქვე კარგი დედის გაზრდილებო!-ჯანდაბას ესენი არ მოგწონთ და რეალურად არის საამისო მიზეზებიც, მაგრამ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფრანგულ "სუპერ პუმებს", რომ ყიიდულობდით, თან "ვიპ" მოდიფიკაციით, არ ჯობდა იმ ფულით მინიმუმ 5-6 სამაშველო ვერტმფრენები გეყიდათ, რომლებსაც დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეეძლებოდა ფრენა, ღამის ხედვის სისტემით ქონის წყალობით, ასევე ოფციად სითბოვიზორიც შეიძლებოდა რომ მოყოლოდა, რაც თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროსაც უამრავ ადამიანს იხსნიდა.

ამასაც შევეშვათ, როცა ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ დროულად ვერ მოხერხდა ვერტმფრენების ჩასვლა კატასტროფის ადგილზე, ცალსახაა, რომ ის საერთოდ არაა ჩახედული არც საფრენოსნო საქმეში და არც იმაში, რომ რაჭისკენ მიმავალი საჰაერო მარშუტი მოქცეულია ოკუპირებულ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე განთავსებული, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოქმედების ზონაში, შესაბამისად პილოტებს შსს-ს სასაზღვრო ჯარების კუთვნილი საბჭოთა წარმოების ვერტმფრენებით ვერანაირად არ შეეძლოთ 20 წუთში კატასტროფის ადგილზე ჩასვლა.

ჩვენს რელიეფზე განსაკუთღებით კარგი იქნებოდა "სიკორსკის" წარმოების ამერიკული სამაშველო ვერტმფრენი „S-92“, რომელიც თავიდან სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა, მაგრამ მან სათანადო მოდერნიზების შემდეგ წარმოუდგენლად მაღალი ეფექტი დადო სამაშველო ოპერაციებში, რისთვისაც მისი წარმოება დაიწყო უკვე სამაშველო სამსახურებისათვის.
აღნიშნული ვერტმფრენი 20-ზე მეტი ქვეყნის სამაშველო სამსახურების განკარგულებაშია, მას შეუძლია ბორტზე სპეციალური ჯალამბარით ბორტზე 22 ადამიანის აყვანა, შეუძლია მთიან რეგიონში უსაფრთხოდ მუშაობის შესაძლებლობები (პილოტებს საფრთხის შესახებ ელექტრონული სენსორებიდან მიღებული იმპულსები, რომლებიც ხმოვან სიგნალად იქცევა აფრთხილებს მათ, აჯახების საფრთხის, ან ძლიერი ქარის დინების მიმართულების შესახებ) დღისით და ღამით, გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსი, თავად ვერტმფრენის მართვა არ მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას გამოცდილი მფრინავისათვის (საუბარი მაქვს ქართული ავიაციის მფრინავებზე).

სხვა თუ არაფერი, ჩინოვნიკებისთვის ხელფასების მომატებას ჯობდა გვეყიდა თუნდაც ორი სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც კატასტროფის შედეგს ვერა, მაგრამ კატასტროფის მასშტაბების გაზრდას აგვარიდებდა.

0
217
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
217