x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიდევ ერთხელ შევრცხვით დიპლომატიური კორპუსის წინ პრეზიდენტისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო

image
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ყველა იბრალებს, დაწყებული ხელისუფლებიდან და დამთავრებული ოპოზიციით, არა და ყველას ავიწყდება მისი უდიდებულესობა ქართველი ერი და საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, რომლებიც ცალსახად უჭერდნენ და უჭერენ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურეში.
სტატუსის მინიჭებას "გულმხურვალედ" მიესალმა ერთერთი საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატებიც, რომლებიც აქამდე თითს უქნევდნენ ევროპულ სტრუქტურებს, "შენ მე ჭკუას ნუ მასწავლის" თანხლებით. ერთერთმა "დიდმა" ქართველმა პოლიტიკოსმა ჩინოვნიკმა კი დაუფარავად განაცხადა: "დიდი ვერაფერი ტრაგედია იქნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს"-ო, არა და ლამის პირველმა მან მიულოცა საქართველოს კანდიდატობის სტატუსის მინიჭება.

აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, ისედაც სხვა რამის თქმა მინდოდა.
ხელისუფლების საქციელის გამო კიდევ ერთხელ შევრცხვით უცხოური დიპლომატიური კორპუსის წინაშე, როცა საზეიმო ღონისძიებაზე მისული საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სცენაზე არ მიიწვიეს, მეტიც არც კი მიესალმნენ ქვეყნის პრეზიდენტს.
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში მიესალმა ქვეყნის პრეზიდენტს და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
ვინ ვინ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ყველაზე კარგად იცის თუ რამხელა სამუშაოები ჩაატარა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას, განსაკუთრებით კი საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრით. ცნობილი ფაქტია მაკრონი სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოსათვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
პრეზიდენტს ამ შეხვედრების გამო საკონსტიტუციო სასამართლოში შეუტანეს სარჩელი, რაც ცალკე საუბრის თემაა და არ ვისაუბრებ.

მე, როგორც ქართველს, როგორც მამაკაცს, შემრცხვა ჩემი ქვეყნის ხელისუფლების საქციელი, როცა ქვეყნის პრეზიდენტს არც მიესალმნენ და არც სცენაზე მიიწვიეს.
ეს იყო სამარცხვინო საქციელი, ეს იყო კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ქართულ პოლიტიკაში. სამწუხაროდ ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვერაფერს ვერ სწავლობს, ვერ ვითარდებიან, როგორც პოლიტიკოსები. "პოლიტიკა ლავირების ხელოვნებააო"-ერთმა დიდმა ადამიანმა ბრძანა და აშკარად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები ვერ ფლობენ ამ ხელოვნებას, მეტიც ელემენტარული პოლიტიკური კულტურის არქონა გამოამჟღავნეს.

დავიჯერო ქართველი ემიგრანტების შთამომავალი, ფრანგული პოლიტიკის სათავეებთან ნამყოფი, ევროპულ ყაიდაზე გაზრდილი და ევროპული განათლების მქონე პრეზიდენტზე უფრო ჩახედულია პოლიტიკის საქმეში შევარდნაძის მდივან-რეფერენტი, კომპარტიის წევრობის დიდი სტაჟით?
სირცხვილია, სირცხვილი!!!

0
247
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
247