კინო მაია ასათიანის "პროფილი" "პორნოგრაფაზე",საქართველოში აკრძალულ ფილმზე და აკრძალული ფილმები 2016, 26 მარტი, 14:53 ![]() სიმართლე გითხრათ ჩემთვის გაუგებარია რა საჭირო იყო ამხელ აჟიოტაჟის ატეხვა როგორც ამბობენ რაღაც უნიჭო მარაზმით სავსე რიგითი ფილმის გარშემო(ზოგისთვის ხელოვნებაა თურმე), ამასვე ღაღადებს კრიტიკოსთა შეფასებები. საიტ "Rotten Tomatoe-ზე "Love"-ს რეიტინგი 42%-ია, ხოლო Metacritic -ზე 100 -იდან 51 ბალი მიიღო.იგი 27 რეცენზიაზეა დაფუძნებული რას ნიშნავს "შერეული და საშუალო გამოხმაურება"....და კიდევ უფრო გაუგებარია მაია ასათიანის და მისი დამქაში თანამოაზრეების აღშფოთება ფილმის აკრძალვის გამო.რას ემსახურება ეს მიზანი? მსოფლიოში, უამრავი ქვეყნები კრძალავენ ფილმებს და ეს ბუნებრივი მოვლენაა. მათ შორის პირველ რიგში ის ქვეყნები საითკენაც ასე ძალიან "მიისწრაფის" ჩვენი ქვეყანა.ცენზურა ყველგან მოქმედებს, მათ შორის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც. 1941 წლიდან დღემდე 300-ზე მეტი ფილმია აკრძალული სხვადასხვა ქვეყნებში(არაა ნაგულისხმები აშშ): მათ შორის ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ფინეთი, ჩეხეთი, იტალი, ესპანეთიდა ა.შ. ხოლო ცენზურის ქვეშ იმდენი ფილმია მოყოლილი მსოფლიო მასშატაბით, რომ მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა.ქვემოთ გთავაზობთ მხოლოდ იმ ფილმების სიას, რომელიც აკრძალულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.სიაში შეხვდებით საკმაოდ ცნობილ ფილმებსაც:(შენიშვნა: სურათის გასადიდებლად მაუსზე დააწკაპუნეთ) ![]() ![]() ![]() 466 6-ს მოსწონს 2-ს არა
|