მოვლენები ბიგენდერი მოდელი, რომელიც ერთდროულად მამაკაცის და ქალის ტანსაცმელს უკეთებს რეკლამას 2016, 26 მარტი, 10:05 ამერიკელმა რეინ დავმა გადაწყვიტა არამარტო შეეცვალა ადამიანების წარმოდგენა სილამაზეზე, არამედ ქალურობაზეც. გოგონას ბუნებამ საოცრად ლამაზი და ტანადი სხეული უბოძა, მაგრამ მას სახე მამაკაცის აქვს. მიუხედავად თავისი "მამაკაცურობისა", ის მაინც ცდილობს მოხვდეს Victoria's Secret-ის ანგელოზებს შორის. ჯერჯერობით თეთრეულის ცნობილი ბრენდის ჩვენებებზე და სარეკლამო ფოტოებში ბიგენდერი მოდელი არავის უნახავს, მაგრამ ეს სულაც არ უშლის რეინს ხელს დაიპყროს მსოფლიო მოდის სიმაღლეები და იმუშაოს სხვა მარკებთან.
თავად რეინი აღიარებს, რომ გაიზარდა ვერმონტის ფერმაში და გამოსცადა ძალიან ბევრი "მამაკაცური" პროფესია - ზეინკლიდან დაწყებული მეხანძრით დამთავრებული და მხოლოდ ბოლოს მიხვდა, რომ მისი მამაკაცური გარეგნობა დაეხმარებოდა მოდის ინდუსტრიაში წარმატების მოპოვებაში. რეინის სერიოზული პროექტი გახდა Calvin Klein-ის ქვედა საცვლების ჩვენებაში მონაწილეობა. გოგონა პოდიუმზე მამაკაცის საცვლებში გამოწყობილი გამოვიდა და ამით გადატრიალება მოახდინა მოდის სამყაროში. "როცა კასტინგებზე ვამბობ, რომ მე ქალი ვარ, მაშინ ტანსაცმელი, რომელსაც მე მაცმევენ, ქალური ხდება და პირიქით - თუ ვიტყვი, რომ მამაკაცი ვარ, ტანსაცმელი, რომელსაც მომარგებენ, მამაკაცური ხდება. მე რომ უცხოპლანეტელი ვიყო, ტანსაცმელი ჩემს სხეულზე უცხოპლანეტელის კაბად გადაიქცეოდა. ჩვენ ერთად ვწყვეტთ, ვინ ვიქნები მე. მე მაღალი ვარ, მაქვს ლამაზი მკერდი... მე მომწონს ჩემი სხეული, "- გულახდილად უამბობს რეინი ჟურნალისტებს. სამოდელო ბიზნესში რეინს Tanny Danny დაარქვეს. მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრია. გოგონას ფიგურაში ანდროგენული (მამაკაცური) არაფერი არაა. მას აქვს გამოხატული წელის ხაზი და მკერდი, სხეულზე არ აქვს თმის ზედმეტი საფარი და ამავე დროს გოგონას სახე სავსებით რეალურად შეიძლება ჩავთვალოთ მამაკაცის სახედ. 353 9-ს მოსწონს
|