საბუნებისმეტყველო ჩვეულებრივი ცხოველების მინიატურული ვერსიები 2016, 14 აპრილი, 10:52
ეს პატარა ცხოველი, მხოლოდ ღამურებს შორის კი არ, შესაძლებელია, ყველაზე პატარა არსება იყოს ძუძუმწოვრებს შორის — მისი წონა მხოლოდ 2 გრამია, ხოლო ზომა – 3, 3 სანტიმეტრს არ აღემატება. ამ ცოველს მეორენაირად ღამურა-ბაზსაც (ბაზი – მწერი ფუტკრისებრთა ოჯახიდან) ეძახიამ. ამ პაწია ამფიბიის სიგრძე მხოლოდ 7, 7 მილიმეტრია და ის ყველაზე პატარა ბაყაყი არის პლანეტაზე, და ასევე, ყველაზე პატარა ხერხემლიანი მსოფლიოში. ის ყველაზე პატარა ფრინველი არის მსოფლიოში და კოლიბრის ოჯახში. გარდა ამისა, კოლიბრი-ფუტკარი კიდევ ერთ რამეში არის რეკორდსმენი: მას ყველაზე ცოტა ბუმბული აყვს ფრინველებს შორის — 1 000 ცალი, სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, რომლებსაც 25 000-მდე ბუმბული აქვთ. კოლიბრი-ფუტკარი — კუბის ენდემია: მისი ბინადრობის არეალი კუნძულებით ხუვენტუდით და კუბით შემოიფარგლება.
პრიმატების ყველაზე პატარა წარმომადგენელი, ჯუჯა ანთარი არის — ეს ისეთი საყვარელი და ფუმფულა ცხოველია, რომ თითქმის არცა ჰგავს მაიმუნს. ჯუჯა ანთარები ამაზონის ტყეებში ბინადრობენ და ძირითადად, ევკალიპტის წვენით და მწერებით იკვებებიან. ზრდასრული ცხოველი 100 გრ. იწონის და მისი სიგრძე 15 სმ-ია (კუდის გარეშე, კუდის ჩათვლით – 17-22 სმ.). ამ პატარა ცხოველებს ჯერ-ჯერობით გაქრობა არ ემუქრებათ, მაგრამ ბუნების დამცველები იმით არიან შეშფოთებულები, რომ მათი პოპულარობა შინაური ცხოველების მოყვარულებს შორის იზრდება და მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. კურდღლები ძალიან საყვარელი ცხოველები არიან, მაგრამ როდესაც ზრდასრული კურდღელი ბაჭიასავით გამოიყურება და ის ხელის გულზე ეტევა, ორმაგად საყვარელია! ეს კურდღლები ჩრდ. ამერიკაში, მდ. კოლუმბიას აუზში ბინადრობენ (ვაშინგტონის შტატში) და ისინი ისეთივე ნაყოფიერები არ არიან, როგორც ჩვეულებრივი კურდღლები. ეს იმიტომ ხდება, რომ ძალიან პატარა არეალში ბინადრობენ და ერთმანეთთან ახლო ნათესაურ კავშირებში იმყოფებიან. ფაქტიურად, 2002 წლისთვის, სულ 16 სული იყო დარჩენილი. მაგრამ, საბედნიეროდ, აშშ-ს თევზის რესურსების და ველური ცხოველების დაცვის სამსახურმა (US Fish and Wildlife Service) პოპულაციის გადარჩენის კომპანია წამოიწყო, რომელსაც ორიგონის ზოოპარკიც შეუერთდა და გადაშენების გზაზე მყოფი კურდღლების შეჯვარება მოახდინეს მათ უახლოეს ნათესავებთან – აიდაჰოს კურდღლებთან. ზოოპარკში 1 000-ზე მეტი კურდღელი დაიბადა და ისინი ბინადრობის ბუნებრივ არეალში გაუშვეს. ყველაზე პატარა რვაფეხას შესახებ, არც თუ ისე ბევრი ინფორმაცია არსებობს. რვაფეხას ეს სახეობა 1913 წელს აღმოაჩინეს. ის ბინადრობს ინდო-წყნაროკეანურ ოლქში. ზომა, დაახლოებით, 1, 5 სმ-ია, წონა — გრამზე ნაკლები. მართალია მინიატურული ცხენის სიმაღლე ჯიშზე არის დამოკიდებული, მაგრამ მათი უმრავლესობა 86 სმ-ზე მაღალი არ არის. ხოლო ყველაზე პატარა ცხენის სიმაღლე, 48 სმ-ს შეადგენს. მინიატურული ძროხები, ამ ბოლო დროს, პოპულარობას იკრებს, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში, საქალაქო მესაქონლეობის დარგმა დაიწყო განვითარება. მათ კვებისთვის უფრო ნაკლები ბალახი ესაჭიროებათ და საკმარისი რაოდენობით რძეს და ხორცს იძლევიან. ეს პატარა ბეჰემოთები დას. აფრიკაში ბინადრობენ და ისევე როგორც დიდებს, მათაც უყვართ წყალი. იკვებებიან ხილით, ბალახით, მცენარეების ფოთლებით და აქტიურები დღის სინათლეზე არიან. თუ შევადარებთ მათ ზომას ჩვეულებრივი ბეჰემოთების ზომებს, ვნახავთ რომ, ისინი ორჯერ უფრო დაბლები არიან და წონა, დიდი ბეჰემოთის წონის მეოთხედს შეადგენს. ჯუჯა ჰიპოპოთამებს თავი უფრო პატარა და თათები უფრო გრძელი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივებს. 402 10-ს მოსწონს
|